x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9 ლოგიკურად შეუსაბამო სიტუაცია ფილმებიდან და სერიალებიდან, რომლებიც ყველას ყელში გვაქვს ამოსული

image
ხშირ შემთხვევაში, ფილმებსა და სერიალებში ასახული მოვლენები ლოგიკას არ შეესაბამება. მაშინაც კი, თუ ის ფენტეზის ჟანრისა, რეჟისორებს ხშირად ავწყდებათ ისეთი მარტივი და ლოგიკური სიტუაციები, რომლებსაც გართულება უბრალოდ არ სჭირდება:

1. სერიალის გმირი მარტივად ითვისებს თანამედროვე ტექნოლოგიებს

სერიალ „უენსდეი“-ს მთავარი გმირი თავად ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში არ არის, მეგობარს სტაციონარული ტელეფონიდან ურეკავს და წიგნსაც კი წერს საბეჭდ მანქანაზე. მაგრამ პირველი სეზონის ბოლოს გოგონა საჩუქრად იღებს მობილურ ტელეფონს და ძალიან თავდაჯერებულად იყენებს.

კარგი, დავუშვათ, რომ მან იცის როგორ უნდა გამოიყენოს თანამედროვე ტელეფონები, უბრალოდ არ მოსწონს ისინი. მაგრამ მაინც, დროა საჭირო ახალი ტელეფონის გამოსაკვლევად. გოგონა კი ტელეფონში შეტყობინებებს ისე ათვალიერებდა, თითქოს გაჯეტს ყოველდღე იყენებდა.image

2. საჰაერო სადინარი ყოველთვის სუფთად გამოიყურება

თრილერებისა და სამოქმედო ფილმების გმირებს ხშირად უწევთ საჰაერო სადინარებში სეირნობა. ხშირად ეს სივრცეები ძალიან ვიწროა და პერსონაჟები ძლივს მოძრაობენ მათში. Stranger Things-ში ბავშვები კომფორტულად ეტევიან იქ. ეს უფრო რეალისტური ჩანს, მაგრამ რეჟისორებმა არ გაითვალისწინეს ზოგიერთი დეტალი: კედლები და იატაკი ანათებს, თითქოს სპეციალურად გარეცხეს გადაღებების წინ.image

3. ანტაგონისტი აუცილებლად გაიქცევა აუღებელი ციხიდან

ჩვენ ვნახეთ ეს როგორც “კრავთა დუმილში, ასევე “კუნგ-ფუ პანდაში" - ბოროტმოქმედი ზის აუღებელ ციხეში, ხელ-ფეხ შეკრული, მაგრამ ბოლოს ის მაინც გარბის. იგივე ბედი ეწია ანტაგონისტს სერიალ “უენსდეი"-დან, ვერც ჯაჭვებმა და ვერც დამამშვიდებლებმა ვერ შეაჩერეს ბოროტმოქმედი.image

4. ბოევიკებში და სათავგადასავლო ფილმებში პერსონაჟები იდეალური ვარცხნილობით და მაკიაჟით დადიან

მთავარი გმირების ვარცხნილობა და მაკიაჟი საოცრად გამოიყურება, რაც არ უნდა ხდებოდეს. შეხედეთ ნატაშა რომანოვს. გოგონა დარბის, ოფლიანდება, ეცემა, ჭუჭყიან იატაკზე ტრიალებს, მაგრამ მისი კულულები უცვლელად რჩება და მაკიაჟიც არ უფუჭდება.image

5. საიდუმლო აგენტები და ჯაშუშები ძალიან მარტივად დარბიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით

გაშლილი თმა საბროლო სცენების დროს კიდევ არაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, რეჟისორებს ძალიან უყვართ “ჯაშუში" გოგონები მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით რომ დარბიან და სალტოებს აკეთებენ.image

6. ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა რეაგირებს ერთ სანთებელაზე

რამდენჯერ გვინახავს ეს: პერსონაჟს სანთებელა მიაქვს ჭერთან, სიგნალიზაცია ირთვება, ყველაფერი წყლით არის სავსე. ასეთი ტექნიკა გამოიყენა გმირმა ფილმში "კონსტანტინე: სიბნელის მბრძანებელი". სინამდვილეში ყველლაფერი ასეთი მარტივი სულაც არაა, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ მოწყობილობასთან ცეცხლის ახლოს მიტანით ყველა ერთად არ ირთვება და წყალს არ აფრქვევს.image

7. ტანსაცმელზე ხელი ადვილად მიუწვდებათ

დრამა "შორს მოხეტიალეები" კარგია რთული პერსონაჟებითა და საინტერესო სიუჟეტით. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაყურებლები იწყებენ კითხვები დასმას: საიდან იღებს გმირი მთელ თავის ლამაზ სამოსს? ხელში მხოლოდ მარაო უჭირავს, მოახლე კი მხოლოდ საბრძოლო მათრახს ატარებს. თუმცა, თითქმის ყველა სერიაში პერსონაჟი თავს უფლებას აძლევს და ტანსაცმელს იცვლის.image

8. სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებები იგნორირებულია

ფილმებში მხოლოდ საპირფარეშოში შესვლისთვის არავინ დადის. თუ რომელიმე პერსონაჟი იქ წავა, რაღაც აუცილებლად მოხდება, იქ მოისმენს მნიშვნელოვან საუბარს, მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, შეიძლება პერსონაჟის მოკვლა კაბინაში სცადონ და ა. შ... image

9. კბილებს იხეხავენ კბილის პასტის გარეშე

ფილმში “ეშმაკი ატარებს პრადას" არის სცენა, სადაც ენ ჰეთეუეის პერსონაჟი კბილებს იხეხავს. სადმე ხედავთ კბილის პასტას? სად არის ქაფი? როგორც ჩანს, კინორეჟისორები „ყოველდღიურ“ კადრს ცუდ სანახაობად თვლიან, რის გამოც ფილმებში ქაფს ვერ ვხედავთ.image



0
1567
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0