x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩრდილოეთ კორეაში პორნოს ყურების გამო სიკვდილით დასჯიან
image

კიმ ჩენ ინის ახალი საიდუმლო ქვედანაყოფები სიკვდილით დასჯიან ყველას, ვინც პორნოგრაფიის ყურებას გაბედავს, ეს არის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის მიერ „უცხოური გავლენის ჩახშობის“ ძალისმხევის ნაწილი.


უშიშროების ძალები მუშაობენ რათა აღმოიფხვრას უცხოური ტელევიზიები, თმის შეჭრის სტილი და დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულებებიც კი,


ქვედანაყოფებს, რომლებიც ცნობილია როგორც "gruppa" ან "არასოციალისტური ჯგუფები", ევალებათ კომუნისტური პარტიის ოფიციალური იდეოლოგიის დამრღვევთა დევნა.




"ჯგუფები მოქმედებენ, როგორც ფარული ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებს მთავრობა თავისი საბოლოო მიზნების მისაღწევად, დაწესდეს ფართო მეთვალყურეობა და თითოეული მოქალაქის მკაცრი კონტროლი“, - ნათქვამია მოხსენებაში.


უცხოური მედია, განსაკუთრებით ის, რაც „დასავლურად“ ითვლება, მკაცრად აკრძალულია ჩრდილოეთ კორეაში, რათა მოსახლეობას ტვინის გამოურეცხონ და უდავოდ მხარი დაუჭირონ კიმ ჩენ ინს და მის მმართველ რეჟიმს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი მკაცრად ისჯება.


დიქტატორი სამხრეთ კორეას განიხილავს, როგორც ამერიკის მარიონეტულ სახელმწიფოს და ძალიან მგრძნობიარეა ამ ქვეყნის ნებისმიერი მედიის მიმართ, მას აქვს იმის შიში, რომ მან შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე.


გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი მინიშნებასაც კი, რომ ვინმე შესაძლოა მოიხმარდეს სამხრეთ კორეულ მედიას, საშინელი შედეგები მოჰყვება.


ახლა, ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებათა მონაცემთა ბაზის ცენტრის (NKDB) ანგარიშის მიხედვით, რომელიც მდებარეობს სეულში, კიმი კიდევ უფრო ამკაცრებს მოსახლეობაზე კონტროლს.


მოქალაქეებს სასამართლო და დასჯა ელოდებათ ფაქტრობრივად ყველაფერზე:დაწყებული დეზერტირობით, ნარკოტიკებით ვაჭრობით, კონტრაბანდის თუ მათხოვრობის გამო, სამსახურის გაცდენის, საგზაო მოძრაობის დარღვევებისთვის, მრუშობისთვის, თმის შეღებვისთვის, რელიგიური პრაქტიკის და „დეკადენტურ კულტურაში“ მონაწილეობისთვის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წვეულებებს.


„ეს არის უარესი, ვიდრე კიმ ჩენ ირის ეპოქის დროს იყო“, - ნათქვამია მოხსენებაში.

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0