x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ძალადობრივი გზით ქალწულობა დაკარგული სექს-მონის აღიარება, მოზარდი მეგობარ გოგოსთან ერთად თითქმის 4 წელი იყოფებოდა ბუნკერში და აუპატიურებდნენ ყოველდღე
image 2000 წლის 30 სექტემბერს 14 წლის ეკატერინა მარტინოვა მეგობართან 17 წლის ელენა სამოხინასთან ერთად დისკოთეკიდან სახლში ბრუნდებოდა როცა გზაზე ფეხით მიმავლებს გვერდით ასაკოვანმა მამაკაცმა გაუჩერა მანქანა, რომელსაც გვერდით მეორე მამაკაცი ეჯდა. მძღოლმა გოგონებს შესთავაზა სახლამდე მიყვანა რადგან ამინდი ფუჭდებოდა, გოგონები მანქანაში მცირე ყოყმანის შემდეგ ჩასხდნენ, მძღოლის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა მათ ლიმონათები გაუხსნა და მიაწოდა, გოგონებმა როგორც კი მოსვეს ეგრევე გაითიშნენ.


როგორც შემდეგ გამოძიებით დადგინდა მანქანის მძღოლი 50 წლის ზეინკალი ვიქტორ მოხოვი აღმოცნდა, ხოლო მის გვერდით მჯდომი მამაკაცი კი კაცად გადაცმული და გრიმით და პარიკით გარეგნობა შცვლილი ქალი, რომელიც მოხოვის მეგობარი იყო.


გოგონები მანქანაი ჩახდომის ადგილიდან 100 კილომეტრით მოშორებით მცხოვრებმა მოხოვმა სახლში მიიყვანა, სადაც მარტო ცხოვრობდა მეზობლებისგან მოშორებით. ასე აღმოჩნდნენ გოგონები რიაზანის ოლქში ქალაქ სკოპინოში. მამაკაცმა გოგონები სპეციალურად მომზადებულ ბუნკერში ჩიყვანა, რომელსაც არცერთი კარი ან ფანჯარა არ ჰქონდა, მას ჰქონდა მხოლოდ ჩასასვლელი კიბე რომლის თავზეც რკინის დასახური ლუქი იყო გაკეთებული.


ზეინკალს წინასწარ ლეიბები და საბნები ჩაეტანა ბინკერში, არცერთი სხვა ნივთი, არც სკამი და არც მაგიდა ბუნკერში არ იყო.



გონზე მოსულ გოგონებს წინ კოშმარი ელოდათ, მოხოვმა ჯერ 14 წლის ეკატერინა გააუპატიურა ძალით, გოგონა ქალიშვილი აღმოჩნდა. არც ელენა დანებებია მოძალადეს ნებით, მამაკაცმა ისიც ძალით გააუპატიურა.


იმ დღიდან დაიწყო კოშმარული საათბი, დღეები, თვეები და წლებიც კი. 3 წელი და 7 თვე იმყოფებოდნენ გოგონები სექს-მონებად, ამ დროის მანძილზე ელენა სამჯერ დაფეხმძიმდა და ორი ბავშვი გააინა, მაგრამ მოხოვმა როგორც კი გაჩენილი ბავშვი 1 თვის გახდებოდა გოგონებს საძილე საშუალებას უყრიდა საკვებში და თიშავდა, ბავშვს კი ვინმეს ჭიშკართან სვამდა გვიან ღამით.


ელენას მესამე ბავშვი ბუნკერში მშობიარობისას მოუკვდა. მოხოვი გოგონებთან სიტყვაძუნწობდა, გოგონებს ტელევიზორი ჩაუტანა ბუნკერში, თავის შესაქცევად კი ბანქოს დასტა.


საპირფარეშო პრომიტიულად იყო გაკეთებული, ფეკალური მასა სადღაც მიწისქვეშ გაედინებოდა, გოგონები ვარცლზე ბანაობდნენ როგორც კი თბილი წყლით სავსე ბიდონებს ჩაუტანდა მოხოვი დასაბანად, გოგოები ერთმანეთს დაბანვაშიც კი ეხმარებოდნენ.


მოხოვი მოდიოდა, აუპატიურებდა გოგოებს და მიდიოდა, არცერთი სიტყვა მისგან ამდენი წლის მანძილზე გოგოებს არ გაუგონიათ.


როცა ცუდად ხდებოდნენ მოხოვს მოჰქონდა წამლები და მათ უტოვებდა, თითქმის 4 წლის მანძილზე სულ სამჯერ უყიდა გოგონებს ტრუსები, ბიუსტჰალტერები, მაისურები და შორტები. ეს იყო და ეს, ერთხელ გვიან ღამით კი ეკატერინა ძაღლივით თოკზე გამობმული ეზოში გაასეირნა, სწორედ ამ დროს დაინახა შემთხვევითმა გამვლელმა მამაკაცი, რომელიც ეზოში კისერზე თოკშებმულ გოგოს ასეირნებდა.


მამაკაცმა ძალოვნებს შეატყობინა, სპეცრაზმი მოხოვის სახლში შეიჭრა და სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა გოგონების გაუპატიურების შემდეგ ბუნკერიდან ამოდიოდა.


გამოძიებისას დადგინდა, რომ მოხოვს ყველაფერში მეგობარი ქალი ეხმარებოდა, სწორედ ის ქალი გოგონების მანქანაში ჩაჯდომისას კაცივით გადაცმულმა მოწამლული ლიმონათები რომ მიაწოდა გოგონებს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ვიქტორ მოხოვს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის ციხეში სასჯელის სრული მოხდით.


სასამართლოზე მოხოვი გოგონების მშობლებს ბოდიშს უხდიდა მისი საქციელის გამო, სასამართლოს დაცვა ვერ აუდიოდა იქ მყოფი ხალხის შეკავებას, რის გამოც სპეცრაზმი იქნა გამოძახებული.


მთელ ქალაქში ყველას უკვირდა, ნუთუ ყველაფერი ეს უბედურება იმ ვიქტორმა ჩაიდინა რომელსაც ჩვენ ვიცნობთო?


ვიქტორი სასმახურშიც და ქალაქშიც ცნობილი იყო როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, მშვიდი და უთქმელი მამაკაცი, არა და როგორც აღმოჩნდა ეს ყოველივე შირმა იყო რომლის მიღმა მანიაკი იმალებოდა.


ეკატერინა 14 წლის ასაკში მოხვდა ჯოჯოხეთში და იქიდან თითქმის 18 წლის ქალად ამოვიდა. ის ორჯერ გათხოვდა, მაგრამ როგორც თავად წერდა მისი უიღბლო ქორწინების მიზეზი მისი წარსული იყო, ის კოშმარები რომელიც მან გადაიტანა.


მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომლის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებდნენ გამომცემლობები, იმდენად მძიმე და საშინელი სიუჟეტით იყო წიგნი გაჯერებული.


ბოლოს წიგნი კერძო გამომცემელმა გამოსცა და მთელი ტირაჟი უსწრაფესად გაიყიდა.


მოხოვს ციხეში არავინ აკითხავს დღემდე ციხეში, სადაც ის მისი საქციელის გამო ციხეში მყოფთა შორის ყველაზე დაბალ "კასტაში" მოხვდა იძულებით, მკითხველი მიხვდება რაზეცაა საუბარი, მოძალადეებს, როგორც წესი ციხეებში დიდად არ "სწყალობენ".


მოხოვს კონფლიქტი მოუვიდა თანასაკნელთან, მიზეზი კი "საყვარელი" გახლდათ, მოხოვმა მეტოქე დაჭრა, რითაც დამატებით წლები დაიმატა და ციხიდან გამოსვლა 2025 წელს უწევს.


+14

0
381
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
381