სხვა მიწისქვეშა ქალაქი ავსტრალიაში, სადაც 2000 ადამიანი ცხოვრობს 2023, 23 იანვარი, 13:35 გეპატიჟებით მიწისქვეშეთში, რათა მოინახულოთ არაჩვეულებრივი მიწისქვეშა ქალაქი კუბერ პედი, სადაც ამჟამად დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად, როცა აღმოჩნდებით ავსტრალიის ამ მზით გადახურებულ წითელ ველზე და დაინახავთ აქა იქ შენობებს, აბსოლუტურად „სუფთა“ ლანდშაფტს, იფიქრებთ, რომ ეს ადგილი სრულიად უსიცოცხლოა. მაგრამ სინამდვილეში, არსებობს განსაცვიფრებელი იდუმალი ქალაქი, სახელად Coober Pedy. აქ ხეები არ არის და მზე დაუნდობელი ძალით აცხუნებს, მაგრამ მრავალი კილომეტრიანი გვირაბები მიწისქვეშაა გაყვანილი და ისეა მოწყობილი, როგორც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინებშია. თუმცა აქ ჩამოსული ტურისტებისთვისაც გამოიძებნება საცხოვრებელი. ამ დერეფანში გავლისას სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აღმოაჩენთ. აქაურები საკმაოდ კომფორტულად დასახლდნენ. ზოგიერთი სახლი მხოლოდ ნახევრად მიწისქვეშაა, რაც მხოლოდ მათ უნიკალურობას მატებს. აღსანიშნავია, რომ კომფორტის თვალსაზრისით ისინი არანაირად არ ჩამოუვარდებიან ჩვეულებრივ თანამედროვე სახლებს. ქალაქის წარმოშობის ისტორია 1915 წელს დაიწყო, როდესაც მამა-შვილმა აქ ოქროს საძიებლად ჩამოვიდნენ მათ აქ ოქრო ვერ იპოვეს, მაგრამ იპოვეს ულამაზესი ოპალები, ამ ქვებმა სწრაფად მოიპოვეს არანაკლებ პოპულარობა. აქ ჩამოსული მაღაროელები ვერ უძლებდნენ ადგილობრივი კლიმატის მაღალ ტემპერატურას და ამიტომ ააშენეს სახლები არა მიწის ზემოთ, არამედ შახტებს შორის. მათ დაიწყეს გრძელი გვირაბების გათხრა, ასე რომ, დროთა განმავლობაში, კუბერ პედიში დაახლოებით 1500 სახლი გამოჩნდა. თანამედროვე სამყაროში Coober Pedy უკვე დიდი ხანია არის ოპალის მთავარი მიმწოდებელი. თუმცა, ხალხი აქ აღარ მოდის ძვირფასი ქვების დასათვალიერებლად, არამედ მიწისქვეშ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებლის სანახავად. მაღაროების, სასტუმროებისა და სახლების გარდა, კუბერ პედიში მიწისქვეშა მშვენიერი ეკლესიაც არის.ასევე მიწისქვეშა წიგნის მაღაზია, რა თქმა უნდა საიუველირო მაღაზია და მიწისქვეშა ბარიც. 376 4-ს მოსწონს
|