x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე უცნაური კანონი მთელი მსოფლიოდან
1. ალიასკაზე არ შეიძლება ცხენირემს დაალევენო ალკოჰოლი .


ამ უცნაური კანონის მიხედვით, ალიასკაში, ფეირბენკსში, ალკოჰოლური სასმელების მირთმევა აკრძალულია ლოსისთვის(ცხენირემი) რადგან შეიძლება გახდეს აგრესიული.

საქმე იმაშია, რომ 2007 წელს ცხენირემმა, რომელსაც ადგილობრივებმა მოგვიანებით Buzzwinkle უწოდეს, მთვრალმა დებოში ატეხა ლუდსახარშიდან ლუდის დალევის შემდეგ.

image


2. საღამოს 10 საათის შემდეგ შვეიცარიაში ტუალეტის ჩარეცხვა აკრძალულია.



შვეიცარიის მრავალბინიან კორპუსში ღამის 10 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა უკანონოა, რადგან ხმაურს იწვევს.

სახლის მეპატრონეები, როგორც წესი, აწესებენ ბინათ სარგებლობის წესებს, მაცხოვრებლებს ეკრძალებათ ტუალეტის ჩარეცხვა საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, რადგან ამან შეიძლება შეაწუხოს მათი მეზობლები.

image

3. კიმ ჩენ ინთან შეხვედის დროს ჩაძინება აკრძალულია.
თუ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის საუბრის დროს გაბედავთ დაძინებას, შედეგები შეიძლება ფატალური იყოს.

თავდაცვის მინისტრი გენერალი ხიუნ იონგ-ჩული, გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს საზენიტო იარაღით სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც კიმთან შეხვედრის დროს ჩაეძინა.

იმავდროულად, 2016 წელს განათლების საკითხებში ვიცე-პრემიერი კიმ იონგ-ჯინი ჩრდილოეთ კორეის საცეცხლე რაზმმა მოკლა დიქტატორთან შეხვედრის დროს ჩაძინების გამო.

image

4. შოტლანდიაში ძროხაზე ნასვამ მდგომარეობაში შეჯდომა არ შეიძლება.


1872 წლის შოტლანდიის ლიცენზირების კანონის მიხედვით, დანაშაულია ძროხისა და ცხენის ნასვამ მდგომარეობაში შეჯდომა და ტარება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 51 კვირამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

image

5. ბოლივიაში, ლა-პასის რესტორნებში გათხოვილ ქალებს ეკრძალებათ ერთ ჭიქა ღვინოზე მეტის დალევა.


ბოლივიის ქალაქ ლა პასში უცნაური კანონი მოქმედებს. რესტორნებსა თუ ბარებში გათხოვილ ქალებს უკრძალავს ერთ ჭიქაზე მეტი ღვინის მირთმევას.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონი მიზნად ისახავს წინ აღუდგეს ქალების „მორალურ და სექსუალურად დასუსტებას“, რაც დაეხმარება ნასვამ მდგომარეობაში სხვა მამაკაცებთან ფლირტის თავიდან აცილებაში. კანონი არ ვრცელდება დაქორწინებულ მამაკაცებზე.

image

6. აკრძალულია ტაილანდში სახლიდან გასვლა, თუ საცვლები არ გაცვიათ.


ტაილანდში, საჯარო უხამსობის კანონის თანახმად, აკრძალულია სახლიდან გასვლა საცვლების გარეშე. როგორ აკონტროლებს პოლიცია ამ კანონს, უცნობია.

image

7. რუსეთში აკრძალულია მაღაზიებში მაქმანებიანი საცვლების გაყიდვა.


რუსეთში მაქმანებიანი საცვლები ფაქტობრივად აკრძალულია 2014 წელს შემოღებული კანონით.

საბაჟო კავშირმა, რომელიც შედგება რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთისგან, შემოიღო რეგულაცია, რომელიც მოითხოვს, რომ ტანსაცმელი შეიცავდეს მინიმუმ 6% ბამბას "ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების" გამო.

image

8. ნორვეგიაში ფეიერვერკების გაშვება აკრძალულია - ახალი წლის ღამის გარდა.


ფეიერვერკი აკრძალულია ნორვეგიაში, გამონაკლისია ახალი წლის ღამე ყოველი წლის 1 იანვარის საღამოს 6 საათიდან დილის 3 საათამდე.

ნებისმიერი ფეიერვერკი, რომელიც ნებისმიერ დროს გაუშვებთ, ნორვეგიის კანონმდებლობით უკანონოა.

ასევე არსებობს მკაცრი კანონები იმის შესახებ, თუ როდის და სად შეუძლია საზოგადოებას ფეიერვერკების შეძენა ნორვეგიაში. მათი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში.

image

9.ჯორჯიის შტატში ქათმებს აკრძალული აქვთ გზის გადაკვეთა.


თუ ქათმები გყავთ ჯორჯიის ქალაქ კუიტმანში, მათთვის გზის გადაკვეთა უკანონოა.

კანონი ითვალისწინებს, რომ მეპატრონეებს თავიანთი ქათმები ყოველთვის კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეთ.

image

10.სინგაპურში საჯაროდ გადაფურთხება აკრძალულია.


სინგაპურში აკრძალულია საჯარო ადგილზე გადაფურთხება. დამნაშავე ჯარიმდება 1000 სინგაპურული დოლარით(640 £) პირველი დანაშაულისთვის.

თუ მეორედ დაგიჭერენ, შეიძლება დაჯარიმდეთ 2000 S$-ით (1241 £). მესამედ და შემდგომ დანაშაულებებზე 5000 S$ (£3100).

image

2
1597
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1597
  
2023, 1 თებერვალი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 იანვარი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2