საზოგადოება რატომ უმალავდნენ ხევსური ქალები ქმრებს შვილის სიკვდილის ამბავს? 2023, 22 იანვარი, 18:08 ხევსური ქალები ქმრებს ზოგჯერ შვილების სიკვდილსაც უმალავდნენ, რომ ომის გაგრძელებაში არ შეშლოდათ ხელი.
.
დღეს ბევრმა ხევსურმა იცის ერთი შატილიონი ქალის ამბავი, აკვანში ტყვიით მოკლული ჩვილი რომ დაუმალა ქმარს. ის ერთი ბეწო გოგო იყო, როდესაც სოფელს მტერი შემოესია და მისი ქმარი სათოფურებში დადგა მოსაგერიებლად, ქალმა აკვანი კოშკის კუთხეში მიდგა და თავად ტყვია-წამალს აწვდიდა ქმარს. ამ დროს ფანჯრიდან შევარდნილმა ბრმა ტყვიამ შვილი მოუკლა. ქალმა შვილის აკვანზე სისხლი დაინახა თუ არა, უსულო ჩვილს ერთი დახედა და ისევ ტყვია-წამლის მიწოდება განაგრძო. როდესაც სოფელმა მტერი მოიგერია და ქმარმა იკითხა, ბალღის ხმა რატომ არ ისმისო, მხოლოდ მაშინ უთხრა, აღარ გვყავს, რომ მეთქვა, ხელი აგიკანკალდებოდაო. 823 შეფასება არ არის
|