კინო მარტოხელა მეომარი: საინტერესო ფაქტები "პირველ სისხლის" შესახებ 2023, 25 იანვარი, 13:23 ჯონ რემბო მხოლოდ სტალონეს ყველაზე წარმატებული როლი კი არა, ის უკვე დამოუკიდებელი ფიგურაა, თანამედროვე პოპ–კულტურაში. არის შემთხვევები, როდესაც რემბოს, ამა თუ იმ ადამიანს, ან ადამიანის ქმედებას ადარებენ, მაგრამ იმ მომენტში, როლის შემსრულებელზე, ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ. «პირველი სისხლის» სცენარი, დევიდ მორელის, იმავე სახელწოდების, რომანის მიხედვით დაიწერა. წიგნის წერა ავტორმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო და მისი შთაგონების წყაროს, ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული, მეგობრების მიერ მოყოლილი ამბები წარმოადგენდა. წიგნი პირველად 1972 წელს გამოიცა და მიუხედავად იმისა, რომ ავტორის სადებიუტო ნაწარმოები იყო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ის მალევე მოხვდა ჰოლივუდის პროდიუსერების თვალთახედვის არეში, რომლებმაც წიგნის გამოსვლის პირველსავე წელს, მისი ეკრანიზაციის უფლება ავტორისგან გამოისყიდეს. მაგრამ, იმის გამო, რომ სცენარი არაერთხელ გადაიწერა და მთავარი როლის შემსრულებელიც, არაერთხელ შეიცვალა, რემბოს გზა წიგნის ფურცლებიდან დიდ ეკრანამდე, მთელი 10 წლით გაიწელა. რემბო – ნამდვილად რომ სტალონეს სავიზიტო ბარათია. მაგრამ, როდესაც მორელმა წიგნზე მუშაობა დაიწყო, სახელი მთავარი გმირისთვის, ვერაფრით მოიფიქრა... და მაშინ, დილემის წინაშე მდგარ მწერალს, მეუღლე დაეხმარა. უფრო სწორად, მის მიერ მიტანილი თეფში, რომელზეც ვაშლი იდო. მწერალს ისე მოეწონა ვაშლი, რომ ჯიშის გარკვევა გადაწყვიტა და როდესაც გაიგო, რომ «რემბოს» ჯიშის იყო, როგორც შემდგომში თავად აღნიშნა, გადაწყვეტილება მიიღო: «როდესაც ეს სახელი გავიგე, მივხვდი, რომ ძლიერად ჟღერდა და მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის ვაშლის სახელი დამერქვა». როგორც უკვე აღვნიშნეთ, რემბოს სახე, ავტორის მეგობრების, ომისდროინდელი მოგონებებით იქმნებოდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორელსს შთაგონების კონკრეტული წყარო არ ჰყავდა. ის, რა თქმა უნდა, ომის გმირი უნდა ყოფილიყო და ასეც იყო. რემბოს პროტოტიპი ოდი მერფია – ადამიანი, რომელიც ერთდროულად, ლეგენდარული და ტრაგიკული პიროვნება იყო, სწორედ ისეთი, როგორიც რემბოა. ოდი ლეონ მერფი პიერ ჰარბორნის ბაზაზე იაპონელების თავდასხმის შემდეგ (1941 წ. 26 ნოემბერი), 16 წლის ოდიმ ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოხალისეთა რაზმში არ ჩარიცხეს. მიზეზი კი ის იყო, რომ საბუთების წარდგენის მომენტისთვის, მისი ფიზიკური მონაცემები, დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა – დაბალი და გამხდარი იყო და ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ, მერფი ამან ვერ შეაჩერა. იმდენი გააკეთა, რომ 1942 წ. სამხედრო სამსახურში აიყვანეს. ხოლო, 1943 წ. უკვე ევროპაში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ისე თავგანწირვით იბრძოდა, რომ როდესაც ომი დასრულდა, მას მკერდი აშშ-ში არსებული, ყველა სახის სამხედრო ჯილდოთი ჰქონდა შემკული. გარდა ამისა, რამდენიმე ფრანგული და ბელგიური ჯილდოც ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის დამთავრების მომენტისთვის, მერფი მხოლოდ 20 წლის იყო. რემბოს როლზე, იმ პერიოდში პოპულარული, არაერთი მსახიობი მოიაზრებოდა. მისი როლი, მაგ., ჯონ ტრავოლტას და დასტინ ჰოფმანსაც კი შეიძლება შეესრულებინა. არა, რეჟისორი შეშლილი არ იყო, უბრალოდ, სცენარი არაერთხელ გადაიწერა და ყოველ ჯერზე, რადგან გმირის სახე იცვლებოდა, როლზე ახალ მსახიობს იწვევდნენ. სცენარის ბოლო ვარიანტის დამტკიცების შემდეგ, მთავარ როლზე ალ პაჩინო მიიწვიეს. ის ჯერ დათანხმდა, ხოლო მოგვიანებით, თავადვე გავიდა პროექტიდან. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მას უნდოდა მისი გმირი კონტუზირებული და ცოტა შეშლილი ყოფილიყო. მაგრამ, პროდიუსერებთან შეთანხმება ვერ მოახერხა, პროექტი დატოვა და მისი ადგილი სტალონემ დაიკავა. კადრი ფილმიდან «ნაიარევი სახე» როგორც აღვნიშნეთ, «პირველი სისხლი» ეკრანებამდე ათწლეულის მანძილზე მიდიოდა. თავდაპირველად, ეკრანიზაციის უფლება Columbia Pictures-ს ჰქონდა. შემდეგ, კომპანიამ ის უორნერებს მიჰყიდა, რომლებმაც საქმეს თავი ვერ მოაბეს და ბოლოს, პროექტი პროდიუსერების – მარიო კასარის და ენდრიუ ჯ. ვაინას ხელში მოხვდა. სცენარი მანამდეც და სახელოვან პროდიუსერებთან მოხვედრის შემდეგ, არაერთხელ გადაიწერა. ნაწილი ემატებოდა, რაღაცები აკლდებოდა. მასში, დაახლოებით, 26 ახალი შესწორება იყო შეტანილი. მათ შორის, ერთი ნაწილი, სტალონემაც დაწერა და სცენარის თანაავტორობისთვის, ჰონორარის სახით, 3, 5 მლნ. დოლარი მიიღო. მაგრამ, საერთო ჯამში, ის მაინც უკმაყოფილო იყო, – თვლიდა, რომ ისტორია დასახვეწი იყო (რემბო ხან მეტისმეტად მოლაპარაკე, ხან კი, ზედმეტად აგრესიული იყო) და მას პროექტის "კარმაც" აღიზიანებდა – ფილმი 10 წელი იყო წარმოებაში. ფილმის გადაღების და მონტაჟის შემდეგაც კი, მსახიობები იმდენად განიცდიდნენ სკეპტიციზმს, რომ ფულის შეგროვებას, ფილმის ორიგინალის გამოსყიდვას და განადგურება აპირებდნენ. შესაძლებელია, მისი უკმაყოფილების მიზეზი, ფილმის ქრონომეტრაჟი იყო: პირველად ვერსიაში, ის 3 სთ. გრძელდებოდა. შემდეგ, 40 წუთით შეამცირეს (რომელიც სტალონეს უკვე მოეწონა), ბოლოს კი, 90 წუთამდე დაიყვანეს და ფილმი გადარჩა. ფილმის დასასრული, მის ორიგინალურ ვერსიაში ტრაგიკული იყო: დაჭრილი რემბო სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა. მას სიცოცხლე არ უნდოდა, რადგან ომის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მისი ბოლო სიტყვები ასე ჟღერდა: «ომში მე ტექნიკას მანდობდნენ, რომელიც მილიონობით დოლარი ღირდა, ხოლო სახლში, სამუშაოზე მოწყობაც არ შემიძლია...» და პოლკოვნიკ ტრაუტმანს სთხოვს, რომ მისი ტანჯვა დაესრულებინა. ფილმი ისე მთავრდებოდა, როგორც რომანი და როგორც რემბოს პროტოტიპის სიცოცხლე დასრულდა: დემობილიზაციის შემდეგ, მერფი პოსტტრავმული სინდრომით იტანჯებოდა და ალკოჰოლს მიეძალა. ის 45 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თვითმფრინავი კერძო იყო და მასში მხოლოდ პილოტი და მერფი იყვნენ. ხოლო, კატასტროფის მიზეზი უცნობია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომიდან დაბრუნების შემდეგ, ოდი მერფმა წარმატებული კინოკარიერა გაიკეთა, გადაღებულია 44 ფილმში, მათ შორის, საკუთარი თავიც ითამაშა – «To Hell and Back» («ჯოჯოხეთში და უკან») ფილმში. თუმცა, საკუთარი ცხოვრებით მაინც უკმაყოფილო იყო. ფილმის ტესტური ჩვენების დროს, ასეთმა დასასრულმა, მაყურებლის შეშფოთება გამოიწვია: ყველა, ცუდად, თუ კარგად, მაინც პოზიტიურ დასასრულს ელოდა. მათი აზრი გაითვალისწინეს და ბოლო სცენები ახლიდან გადაიღეს. საბედნიეროდ, ფილმის დაწუნებული და ამოჭრილი ფრაგმენტი გადარჩა და უკვე მეოთხე ფილმში, რემბოს კოშმარული სიზმრის სახით შევიდა. სცენარის დაუსრულებელი გადაკეთების, რეჟისორების და მსახიობების ცვლილებების შემდეგ, ფილმმა მაყურებლამდე მაინც მიაღწია. მისი პრემიერა 1982 წლის 22 ოქტომბერს შედგა. ასეთი სირთულეების გავლის შემდეგ, ფილმმა ის სიყვარული, რომელიც მაყურებლისგან ხვდა წილად, ნამდვილად რომ დაიმსახურა. გარდა ამისა, «პირველმა სისხლმა» კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. არხის სხვა სიახლეები:* მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია* საბჭოთა რუსეთი და სამხედრო კონფლიქტები და ომები* როგორ ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ვალერი მელაძე რუსეთში?* NASA–ს ასტრონავტი ფრანკლინ მასგრეივი: "დიახ, მინახავს ამო"...* მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი240 2-ს მოსწონს
|