ქალი და მამაკაცი მთვარის პირველი სტუმარი, ასტრონავტი ედვინ ოლდრინი 93 წლის ასაკში მეოთხედ დაქორწინდა 2023, 21 იანვარი, 15:57 ![]() ბატონმა ოლდრინმა, რომელიც პარასკევს 93 წლის გახდა და პირველად მსოფლიოში მთვარეზე დაშვების ისტორიული მისიის ნაწილი გახლდათ, ეს ტკბილი განცხადება თავის ახალ საცოლის შესახებ Twitter-ზე გააკეთა. ასტრონავტის შეყვარებული და ამჯერად უკვე ცოლი მასზე 30 წლით უმცროსია, „ჩემს 93-ე დაბადების დღეზე და იმ დღეს, როცა Living Legends of Aviation-ის პატივს მიმაგებენ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე და ჩემმა დიდი ხნის სიყვარული, დოქტორი ანკა ფაური დავქორწინდით. ჩვენ შევუერთდით წმინდა ქორწინებას ლოს-ანჯელესში, მცირე კერძო ცერემონიით და ისეთივე აღფრთოვანებულები ვართ, როგორც მოზარდები“-აღნიშნა ავსტრონავტმა. 63 წლის დოქტორი ფაური ამჟამად შპს Buzz Aldrin Ventures-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა და მის LinkedIn-ის გვერდზე მითითებულია, რომ იგი კომპანიაში 2019 წლიდან მუშაობს. მისტერ ოლდრინი ადრე სამჯერ იყო დაქორწინებული და განქორწინებული, ჯოან ენ არჩერთან 1954 წლიდან 1974 წლამდე, ბევერლი ვან ზილთან 1975 წლიდან 1978 წლამდე და ლოის დრიგს ქენონთან 1988 წლიდან 2012 წლამდე. მეორე ადამიანს, რომელიც მთვარის ზედაპირს შეეხო, სამი შვილი ჰყავს - ჯეიმსი, ჯენისი და ენდრიუ - მისი პირველი ცოლისგან, მის არჩერისგან. ასევ ჰყავს შვილიშვილი ჯეფრი შუსი, ქალიშვილ ჯენისგან და ოთხი შვილთაშვილი. ![]() ![]() 243 2-ს მოსწონს
|