სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - როგორ მიხვდა შაკირა, რომ ქმარი ღალატობდა? ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდით
შაკირამ ახალი კლიპი წარმოადგინა, რომელშიც მომღერლის თაყვანისმცემლებისა და ჟურნალისტების თქმით, ისევ ჟერარ პიკესთან დაშორებაზეა მინიშნებები. კერძოდ, მან მიანიშნა, თუ როგორ შეიტყო ფეხბურთელის ღალატის შესახებ, ტურიდან დაბრუნების შემდეგ მარწყვის ჯემის ცარიელი ქილა აღმოაჩინა სახლში: ამავდროულად, არც პიკე და მათი ვაჟები არ ჭამდნენ მას. ამგვარად, ჟერარ პიკემ შაკირასთან ურთიერთობის დროს დაიწყო სტუდენტ კლარა ჩიასთან შეხვედრა.
სიმღერის Te Felicito-ს ვიდეოში, მუსიკოს რაუ ალეხანდროსთან ერთად, არის მომენტი, როდესაც შაკირა ხსნის მაცივარს და ჯემის ქილის ნაცვლად ალეხანდროს თავს ხედავს.
მომღერალსა და მის ყოფილ შეყვარებულს შორის გამოუთქმელი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შაკირამ ჩაწერა სიმღერა, რომელშიც დასცინოდა ჟერარ პიკეს და მის ახალ შეყვარებულს. 45 წლის შაკირა მღერის, რომ ის "ორი 22 წლის" ღირებულებისაა და დასძენს, რომ მისმა საყვარელმა "ფერარი Renault Twingo-ზე და Rolex-ი Casio-ზე გადაცვალა", თავად შაკირა ყოფილ ქმარზე 10 წლით უფროსია: პიკე 35 წლისაა.
ამაზე პიკემ უპასუხა: ჯერ სტრიმინგის დროს მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად კარგია Casio საათები და აღნიშნა, რომ ისინი ემსახურებიან "მთელი სიცოცხლის განმავლობაში", შემდეგ კი სამუშაოზდ მოვიდა Renault Twingo-ს მანქანით.
შაკირა ვალში არ დარჩენილა: მან აივანზე ადამიანის ზომის ალქაჯის ფიგურა დაამონტაჟა (შაკირას ფანჯრები გადაჰყურებს სახლს, სადაც ჟერარ პიკეს დედა ცხოვრობს). ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მან დაიწყო კედლის აშენება მის სახლსა და ჟერარ პიკეს დედის, მონსერატ ბერნაბეუს სახლს შორის: ზოგან მათი ნაკვეთები იკვეთება.
პიკე და შაკირა ფეხბურთელის ღალატის გამო 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ.