მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენის ან სიუჟეტის ადგილიდან დასაძრავად, კინორეჟისორებს ყველა შესაძლო გზის მოფიქრება უწევთ. სამწუხაროა ის, რომ ხშირად ერთსა და იმავე სიუჟეტს იმეორებენ, რაც ახალ ემოციას კი არა პირიქით, გულგრილობას იწვევს. წარმოგიდგენთ კლიშეებს, რომლებიც დროა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ:
1. ფილმში არის ისეთი პერსონაჟი, რომელიც ყველაფერს აფუჭებს და ურევს? აბა, ცოტა მოითმინეთ: ბოლოს და ბოლოს, ის აუცილებლად შეასრულებს რაიმე სახის საგმირო საქმეს და გადაარჩენს ყველას.
2. როდესაც პერსონაჟი პასუხობს სატელეფონო ზარს, მაგრამ ჩვენ არ გვესმის თანამოსაუბრის ხმა, ის გაიმეორებს მის თითოეულ სიტყვას: „გჭირდება ფული? 5 ათასი დოლარი? ოთხშაბათამდე?"
3. თუკი ფილმში ვინმემ თქვა, რომ ესა თუ ის სიტუაცია არასოდეს მოხდება და შეუძლებელია, იმედები უნდა გაგიცრუოთ, ყველაფერი შესაძლებელია.
4. ზომბი აპოკალიფსია თუ სხვა რაიმე კატასტროფა, სადაც ქალს გადარჩენის მიზნით უწევს გაქცევა და ღამეების ტყეში გატარება, სახის კანიც იდეალური უნდა ჰქონდეს და იღლიებიც მუდამ გაპარსული.
5. კინოს სამყაროში, როგორც ჩანს, არის სპეციალური ჩემოდნები 1 მილიონი დოლარის ასატანად, არავინ ამოწმებს, არის თუ არა მთელი თანხა, რადგან თუ ჩემოდანი სავსეა, მაშინ იცით, რამდენი ფულია.
6. მაშინაც კი, თუ გმირები მოძრაობენ ბრტყელ და სწორ გზაზე, საჭეს მაინც ატრიალებენ, თითქოს დაბრკოლებებს უვლიან გვერდს, ამავდროულად, მძღოლებს ყოველთვის შეუძლიათ ზურგით შეტრიალდნენ მგზავრებისკენ და ესაუბრონ მათ მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში. ვიმედოვნებთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამას არავინ გააკეთებს.
7. თუკი ფილმში არის პერსონაჟი, რომელიც იშვიათად ჩანს კადრში და თითქოს საინტერესოც არაა, საბოლოოდ სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე.
8. გარე ადამიანები ყოველთვის უკეთ იძიებენ საქმეებს, ვიდრე პოლიცია. კანონის მსახურები, როგორც ვიცით, ფილმების უმეტესობაში სირენების და მოციმციმე შუქების როლს ასრულებენ და მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა დანაშაული უკვე გახსნილია.
9. სიუჟეტის მიხედვით, ადამიანებს შეუძლიათ ბავშვობიდან მეგობრობდნენ ან 20 წელი დაქორწინებულები იყვნენ, მაგრამ თუ მათ მიმოწერას გვაჩვენებენ, მაშინ ეს იქნება მათი პირველი მესიჯები ერთმანეთის მიმართ.
10. ოჯახში დიასახლისი უამრავ რამეს ამზადებს საუზმისთვის, რომელსაც საბოლოოდ არავინ ჭამს, ძაღლის გარდა რა თქმა უნდა.
11. საბანი, სექსის სცენის შემდეგ, უცნაურად იღებს ლათინური ასო L-ს ფორმას, რომელიც ფარავს ქალის ფიგურას და მამაკაცის თეძოებს. ჩვენ გვესმის, რისი დამალვასაც ცდილობენ იქ, მაგრამ რატომღაც ეს წესი რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს.
12. ტუალეტი და აბაზანა ის ადგილებია, სადაც აუცილებლად მოხდება გმირის ცხოვრებაში რაიმე სახის გადატრიალება. ალბათ ამიტომაც დადიან ასე იშვიათად: ეშინიათ. ძილის შემდეგაც არ ჩქარობენ საპირფარეშოში გასვლას. და თუ მოქმედება ხდება ბნელ ტყეში და პერსონაჟს სჭირდება განცალკევება, მაშინ რაიმე უბედურება გარდაუვალია.
13. კინოსი სნაიპერები არ იყენებენ მალსახმობებს და ყოველთვის ამხელენ თავიანთ ადგილმდებარეობას ლაზერული სამიზნოთ. თითქოს ვერავინ შეამჩნევს ამ წითელ წერტილს პერსონაჟზე.
14. თუკი ქალს ვინმე მისდევს, ის აუცილებლად წამოჰკრავს ფეხს რაღაცას და დაეცემა.
15. გოგონებს ყოველთვის უყვარდებათ ცუდი ბიჭები, რომლებიც მუდამ დასცინიან და აწვალებენ. აი წლების მეგობრები კი რომლებიც მათზე ზრუნავენ და თავიანთ შანსს ელიან, როგორც წესი მეგობრულ ზონაში რჩებიან ხოლმე.