საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს 2023, 18 იანვარი, 15:06 თუ კაცობრიობა ისე გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც დაჩვეულია, მაშინ რამდენიმე ათწლეულში (ანუ, ამ საუკუნეში), ჩვენს ცივილიზაციას შეუქცევადი კოლაფსი, თვითგანადგურება ელის. ჟურნალ Scientific Reports–ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებიც კი, იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობის განადგურება 90%-იანი ალბათობით მოხდება. ალან თურინგის (Alan Turing Institute) სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის და ჩილეს უნივერსიტეტის (Universidad de Chile) ფიზიკოსების მტკიცებით, მასიური გაჩეხის და გახშირებული ხანძრების გამო, საუკუნის ბოლოს, პლანეტაზე ტყეები აღარ იარსებებს. კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან და რესურსების მზარდ მოხმარებასთან ერთად კი, ეს კაცობრიობისთვის საბედისწერო დარტყმა იქნება. «ხალხი მხოლოდ იმ მომენტში მიხვდება, თუ რას იწვევს ტყეების გაჩეხა, როდესაც ბოლო ხე მოიჭრება. კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ზრდის ამჟამინდელი ტემპის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების დონის შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე ათეული წელი გვრჩება, ცივილიზაციის განადგურებამდე», — წერენ კვლევის ავტორები. ამის გათვალისწინებით, მეცნიერები წინასწარმეტყველებენ, რომ საზოგადოება მოსალოდნელ საფრთხეს, უკვე 30–40 წლის შემდეგ იგრძნობს. არხის სხვა სიახლეები:* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია* თმა შეიჭრეს და "გამოლამაზდნენ" (20 ფოტო)* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"* უგემოვნობის და სისულელის ზღვარზე... (20 ფოტო)* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!* ზღაპრული პეიზაჟები შიშველი ქალის სხეულზე* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს1294 4-ს მოსწონს
|