x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
11 რამ, რაც რეალურ ცხოვრებაში წარმოუდგენელია, აი ფილმებში კი გამუდმებით ხდება

image
ფილმის ყურებისას ალბათ გქონიათ შეგრძნება, რომ რაღც ისე ვერ არის, რომ რეალურ ცხოვრებაში ესა თუ ის სცენა უბრალოდ წარმოუდგენელია. მაგალითად, როდესაც გოგონა მოწესრიგებული ვარცხნილობით იღვიძებს, ან როდესაც რამდენიმე საათი სირბილისა და ჩხუბის შემდეგ, მთავარ გმირს დაღლილობაც კი არ ეტყობა სახეზე:

1. ამზადებენ საკვებს გაშლილი თმით

თუკი არ გსურთ თავი შეირცხვინოთ და სტუმრებმა თქვენს მომზადებულ საკვებში შემთხვევით თმა არ იპოვონ, მაშინ უმჯობესია შეიკრათ. ეს ელემენტარული წესია, რომლის შესახებაც ყველამ იცის, ალბათ რეჟისორების გარდა.image

2. იღვიძებენ იდეალური ვარცხნილობით და მაკიაჟით

ბევრ ფილმში, იქნება ეს კომედია თუ სხვა ჟანრი, მთავარი გმირი იძინებს და იღვიძებს იდეალურ ფორმაში. მათ ყოველთვის აქვთ სახის თანაბარი ტონალობა, ლამაზად ჩახატული თვალები და ტუჩები, მოვლილი თმა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ცოტა ადამიანი ასე გამოიყურება დილით. ბოლოს და ბოლოს, ჯერ ერთი, მაკიაჟით დაძინება არ არის საუკეთესო იდეა და მეორეც, ვარცხნილობა 8 საათიანი ძილის დროს შემოინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკამზე დამჯდარი დაიძინებთ და არ გაინძრევით.image

3. თავისუფლად დარბიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით

ფილმში ქალს შეუძლია შეუზღუდავი დროით მაღალი ქუსლებით ისეირნოს ქუჩაში. თანაც მაქსიმალური კომფორტით.

სინამდვილეში, მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, სირბილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საკმაოდ დამღლელია. რაც არ უნდა ღირდეს ფეხსაცმელი და რამდენად კომფორტული იყოს ისინი, დღის ბოლოს ტერფებში ტკივილს მაინც იგრძნობთ.image

4. მილიარდერებს ჩვეულებრივი გოგონები უყვარდებათ

ჟანრის ნამდვილი კლასიკაა, როდესაც პროვინციელი, ლამაზი გოგონა ერთი დანახვით უყვარდება რომელიმე მილიარდერს, გოგონა ექსცენტრიულია, მხიარული და თითქოს შეუძლია ყველაფერს გაართვას თავი და მსოფლიო დაიპყროს.image

5. საშინელი კატასტროფების შემდეგაც კი კარგად გამოიყურებიან

ზომბების აპოკალიფსი, სტიქიური უბედურებები - რაც არ უნდა მოხდეს გარშემო, ფილმებში ყოველთვის არიან გოგონები, რომლებიც ამავე დროს შესანიშნავად გამოიყურებიან. მათ აქვთ უნაკლო მაკიაჟი, შესანიშნავი სტილისტიკა, მაქსიმუმ რამდენიმე ნაკაწრი და ოდნავ დასვრილი ტანსაცმელი. image

6. ორსული ქალები წყალს ღვრიან და ძალიან სწრაფად აჩენებნ ბავშვებს

ასევე ჟანრის კლასიკაა, თუკი მთავარი გმირი ორსულადაა, მან წყლები უეცრად უნდა დაღვაროს, კლინიკაში ძალიან სწრაფად უნდა მიიყვანონ და ასევე თვალის დახამხამებაში უნდა გააჩინოს ბავშვი, თანაც ისე, რომ მეორე წამს უკვე დასვენებული და ჯანმრთელი გამოჩნდეს კადრში. სინამდვილეში, ხშირად ქალები ვერც კი აცნობიერებენ წყალს თუ ღვრიან, და სანამ ბავშვი დაიბადება, გადის მრავალი საათი, რის შემდეგაც ცოტა ადამიანი გამოიყურება ისე, როგორც პროცესის დასაწყისში.image

7. შეუხედავი გოგონადან ლამაზ და მოდურ ქალამდე

თითქოს ყველაფერი მარტივია, გარეგნობის შესაცვლელად საჭიროა მხოლოდ სათვალის მოხსნა, წარბების ფორმის შეცვლა და სხვა ვარცხნილობა. სულ ესაა, ფილმებში ყველა ასე ხდება ლამაზმანი, თვალის დახამხამებაში, მაშინაც კი, თუკი ტანსაცმელი და მოდა მანამდე სულ არ აინტერესეებდათ, გარდასახვის შემდეგ მოდურად და დახვეწილად აცვიათ.image

8. სპორტ დარბაზში ისე გამოიყურებიან თითქოს სილამაზის სალონში იყვნენ

როგორც წესი, სპორტდარბაზში შესვლისა და გასვლისას კინოგმირი შესანიშნავად გამოიყურება. ლამაზი თმით და მაკიაჟით. ვარჯიშის დროსაც კი დაღლილობისგან ფერიც არ ეცვლებათ. და თუ გოგონა მეგობართან ერთად მივიდა სპორტდარბაზში, მაშინ ვარჯიშის დროს მათ მაინც ექნებათ დრო, განიხილონ ყველაფერი მსოფლიოში და არც კი ამოისუნთქონ. image

9. სტუდენტ გოგონებს ყოველთვის აქვთ ფული ყველაფრისთვის

სტუდენტი გოგონები ფილმებში ყიდულობენ ყველაფერს რაც უნდათ, აქვთ ტანსაცმელი ყველა შემთხვევისთვის, ცხოვრობენ დიდ ბინებში კარგი ინტერიერით და ხანდახან დიდი ქალაქის ცენტრშიც კი. სინამდვილეში, იშვიათად თუ ახერხებს ვინმეს ასე სასწრაფოდ მოაწყოს ცხოვრება, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის და ახლად დაწყებული კარიერისთვის.image

10. სტილისტებზე ნაკლებად არ იციან თმის შეჭრა

კიდევ ერთი კლიშე ქალის ქცევასთან დაკავშირებით არის თმის შეჭრა. ხშირად გოგონები ფილმში თმას იჭრიან, როცა სურთ თავი დააღწიონ ნეგატიურ მოგონებებს ან გადაწყვეტენ ცხოვრების ნულიდან დაწყებას. მეტიც, ტუალეტის სარკის წინ ხშირად თავად იჭრიან თმას, მაგრამ ის ყოველთვის საოცრად ლამაზი და თანაბარი გამოდის.image

11. სახიფათო მოგზაურობისთვის შეუსაბამო ტანსაცმელს იცვამენ

თუკი გოგონები ხვდებიან ჯუნგლებში ან სხვა სახიფათო ადგილას, ყოველთვის გამოიძებნება ისეთი, რომელსაც ამ ადგილისთვის შეუფერებლად აცვია. უბრალოდ მოკლე შორტები, მაისური რა თქმა უნდა დეკოლტეთი და ქამარზე მიმაგრებული რამდენიმე პატარა ინსტრუმენტით.image







2
2513
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2513
  
2023, 17 იანვარი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2