ქალი და მამაკაცი არგენტინაში ცოლმა ქმარს სანამ მოკლავდა, პენისი მოაჭრა 2023, 16 იანვარი, 10:35 ![]() – არგენტინაში ქალს ბრალად ედება მესაყვირე ქმრის მკვლელობა. ქალმა მუსიკოს ქმარს პენისი მოკვეთა და გარდაცვლილს თვალის კაკალში დანა ჩაარჭო. 41 წლის ფლორენსია ამადო კატანეო პოლიციამ დააპატიმრა და სავარაუდო მკვლელი გაგზავნა ფსიქიატრიულში გამოკვლევისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის, პედრო ფედერიკო ზარატეს ცხედარი წყვილის ბინაში, ალტოს-დე-სან-ლორენცოში აღმოჩინეს, ახალგაზრდა მამაკაცს დანა თვალში ჰქონდა გაყრილი, ხოლო სასქესო ორგანოები დასახიჩრებული ჰქონდა.ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ![]() სიძის ცხედარი პატრიციამ იმ ბინაში იპოვა, სადაც ცოლ-ქმარი ხუთი წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ჭრილობები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა, მათ შორის გულმკერდის არეში, ხოლო სასქესო ორგანოები სრულად დასახირჩრებული ჰქონდა. ფლორენცია ამადო კატანეო ლა პლატას სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში შეიყვანეს, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება. თუ იგი ფსიქიკურად არაჯანსაღი აღმოჩნდება, მაშინ ის სასამართლოს წინაშე არ წარსდგება, ამბობენ გამომძიებლები და პროკურორები. 47 წლის პედრო იყო მესაყვირე და მუსიკალური პროდიუსერი. 2006 წლიდან მუშაობდა ლა პლატაში, ესტასიონის პროვინციის კულტურულ ცენტრში. კორდობის მკვიდრი, ის ამადო კატანეოზე 2017 წელს დაქორწინდა.თუმცა მეზობლების თქმით, ისინი 10 წელზე მეტია ერთად იყვნენ და ხუთი წლის ვაჟიც ჰყავდათ. ფლორენცია კატანეო ბუენოს აირესის პროვინციის კულტურისა და განათლების გენერალურ დირექტორატში 2012 წლიდან მუშაობს. 286 4-ს მოსწონს
|