x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მიხეილ პოპკოვი - რუსი მანიაკი, მზადაა უკრაინაში "ვაგნერელთა" რიგებში იომოს
image სიახლეს ვერ შემოგთავაზებთ თუ ვიტყვი, რომ მას შემდეგ რაც რუსულმა არმიამ კოლოსალური დანაკარგები განიცადა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სახით, იძულებული გახდნენ "ნაწილობრივი" მობილიაცია გამოეცხადებინათ, რამაც რუსების ნამდვილი სახე გამოაჩინა.


რუსეთი მდიდარია რესურსებით და ვინც ელიტასთან ახლოსაა ყველა ქურდობს, ქურდობს დღისით და მზისით და ამ გზით მილიარდები იშოვეს. ასეთი ადამიანები კი შვილებს უკრაინაში საზარბაზნე ხორცად ნამდვილად არ გაუშვებს, სწორედ ამიტომ მოაწყდა საქართველოს ამდენი ათასი ბრძოლისუნარიანი რუსი.


ესეც არაფერი, პუტინის მარჯვენა ხელმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შემქმნელმა პრიგოჟინმა პირადად დაიარა რუსეთის ციხე-კოლონიები პატიმრების გადასაბირებლად, მაგრამ ციხეებში გავრცელდა ეგრეთ წოდებული ურდული "პრაგონი" რომლის თანახმადაც ნებისმიერი "ზეკი", რომელიც სამხედრო ფორმას ჩაიცვამს და უკრაინაში წავა საომრად გამოცხადდება ბო**ად და ყველა წესიერი კაცის საქმეა მას ადგილზევე გაუსწორდეს, სადაც კი შეხვდება.


მიხეილ პოპკოვი ზე ცნობილი რუსი მანიაკია, რომელსაც ოფიციალურად დაუმტკიცდა 80 (არ შემშლია ზუსტად 80) ქალის, ახალგაზრდა ქალის თუ არასწრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა, რისთვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.



ახლა კი ეს ნაგავი გარეწარი ცდილობს მოხვდეს "ვვაგნერელების" რიგებში და იომოს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა წინაპირობასაც აყენებს, ჯანმრთელობის გამო ცივ და წყლიან სანგარში ყოფნა არ შემიძლია და დათბობას დაველოდებიო. იმასაც აცნობიერებს უკრაინაში ცხელი ყავით არავინ რომ არ დახვდება, მაგრამ ბედს ცდის ან სულაც გაქცევას ეცდება, გაქცევაში კი მას მართლაც ბადალი არა ჰყავს, კაცი სასამართლო დარბაზიდან სამჯერაა გაქცეული.



ვიდეოს სანახავად სრულწლოვნებმა დაკლიკეთ Посмотреть на YouTube

0
340
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
340