„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებული მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძეა.
ბაბი უამრავ მილოცვას იღებს. კოლეგას წარმატებას ულოცავს მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელიც სოციალურ ქსელში საჯარო მიმართვას ავრცელებს.
.
„სიყვარული დაფრინავს, დაცურავს, დადის და ცეკვავს!!! გილოცავ ბაბი!!!“ – წერს ანრი ჯოხაძე და ბაბისთან ერთად შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს.
.
იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავების “ მე-11 სეზონი დასრულდა.
მეგაშოუს გამარჯვებულები ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი გახდნენ.
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ 31 ოქტომბერს დაიწყო.
პროექტის მონაწილე წყვილები იყვნენ:
- მომღერალი მანანა თოდაძე და მოცეკვავე ნოდო ჯანიაშვილი;
- ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მოცეკვავე კარინა ლისენკო;
- მოდელი და ფიტნესინსტრუქტორი ვანესა გუტიერესი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი;
- მომღერალი, ტელეწამყვანი ოლგა პოლიაკოვა და მოცეკვავე მაქსიმ ეჟოვი;
- მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი;
- მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი;
- საოპერო მომღერალი ლადო ათონელი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია;
- მომღერალი თათა გიორგობიანი და მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე;
- მსახიობი გიორგი ცაავა და მოცეკვავე მზია ორველაშვილი;
- მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი და მოცეკვავე ელენე დავითაია;
- მსახიობი, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია;
- ტიკტოკერი ალესანდრო კარუზო და მოცეკვავე ანა ბირთველიშვილი.
ჟიურის წევრები იყვნენ - გოჩა ჩერტკოევი, ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე.