რელიგია
როგორ თრგუნავდნენ მონაზონი ქალები ლტოლვას საპირისპირო სქესის მიმართ
2023, 13 იანვარი, 16:14
შუა საუკუნეებში მონაზვნობა საკმაოდ გავრცელებულ ცხოვრების წესს წარმოადგენდა. ზოგჯერ კეთილშობილი ევროპელები "ქრისტეს პატარძლების" რიცხვში მხოლოდ საკუთარი ნებით არ ხვდებოდნენ, ოჯახს, რომელსაც "ზედმეტი" ქალიშვილის მზითვისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა, მშობელს ის როგორც წესი, მონასტერში მიჰყავდა, თუმცა ხანდახან მონაზვნებს შორის ისეთ გოგონებსაც შეხვდებოდით, რომელთა მშობლებიც ძალიან მდიდრები იყვნენ. ამგვარად, ისინი არათანაბარი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცებთან ქორწინებას თავს მონასტერში წასვლით არიდებდნენ.
მონაზვნების ცხოვრება ლოცვითა და ყოველდღიური მძიმე შრომით იყო სავსე. სწორედ ამგვარად ცდილობდნენ ისინი საპირისპირო სქესისადმი მოძალებული ცოდვილი სურვილებისგან თავის დაღწევას, ხოლო როდესაც ახალგაზრდა მონაზონი აცნობიერებდა, რომ მისი ლტოლვა მამაკაცისადმი აუტანელი ხდებოდა და ის ყველა შესაძლო ზღვარს სცდებოდა, ის შრომასა და ლოცვას უფრო აქტიურად იწყებდა. ზოგჯერ ასეთ შრომას დღეში დაახლოებით 16-18 საათი სჭირდებოდა, რათა მონაზონს ძალა მხოლოდ ხანმოკლე ძილისთვის ჰყოფნოდა, ზუსტად ასე იქცეოდნენ ბერებიც, რომლებსაც ამქვეყნიური არსებობის სიხარულის გაგების მოძალებული სურვილი ჰქონდათ.
თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მათ ესეც არ შველოდა. გულმოდგინე და მძიმე ყოველდღიური შრომის დროსაც კი, მონაზვნები და ბერები თავიანთ სურვილებს ვერ უმკლავდებოდნენ. ასეთ დროს ისინი საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებას ცდილობდნენ, ამისთვის კი წყალში დასველებულ სპეციალურ მათრახებს იყენებდნენ. ისინი კელიებში იკეტებოდნენ და შოლტის საშუალებით ტკივილს მანამდე იყენებდნენ, სანამ ეს მტანჯველი შეგრძნება მათ სურვილს არ გადაძალავდა. უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე ძლიერი დარტყმა საკმარისი იყო იმისთვის რომ მათ თავიანთი სურვილები საბოლოოდ დაევიწყებინათ. კანზე მოხვედრილი მათრახის თითოეული დარტყმა მონაზვნებს ენით აღუწერელ ფიზიკურ ტანჯვასა და ტკივილს აყენებდა.
მაგრამ იყო ისეთი სიტუაციებიც, როდესაც მათ ვერცერთი მეთოდი ვერ შველოდა, აი, მაშინ კი მონაზვნები და ბერები "მანკიერ ცოდვას ჩადიოდნენ ". ევროპულ მონასტრებში ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა, ხოლო ზოგიერთი მონასტერი "ღვთის სახლების" საფარქვეშ გარყვნილების ნამდვილ "ბუნაგად" იყო ქცეული, რაც შემდგომში ისტორიკოსების მიერ არაერთხელ დადასტურდა.