x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მსგავსი სტატუსები არ მჩვევია, მაგრამ უნდა დავწერო" - რას წერს "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი?
image

"მსგავსი სტატუსები არ მჩვევია, მაგრამ უნდა დავწერო


გვადანაშაულებენ, თითქოს ადამიანს, რომელიც ჩვენს ფილიალს აფარებდა თავს (და რომელსაც თანამშრომლებმა შესთავაზეს კიდეც საცხოვრებელი) ძალით შევუქმენით ისეთი პირობები, ფილიალში ღამე ვერ გაათენებინა. ტყუილია. ჩვენთვის, საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლისთვის, სრულიად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. ბანკშიც ადამიანები ვმუშაობთ და ჩვენც გვყავს ახლობლები. განზრახ კარი ღია არავის დაუტოვებია. მწყობრიდან გამოვიდა მექანიზმი.


ასევე, ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, რომელსაც სამუშაო ადგილად საქართველოს ბანკი უწერია, ტყუის. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ (ბიწაძე ნანა) არათუ მარკეტინგში, საერთოდ საქართველოს ბანკშიც კი არ მუშაობს.



ძალიან საწყენია და როგორც ჩანს, სხვებისთვის მარტივი, ასე ხელაღებით დაადანაშაულო სხვები ბოროტებაში", - წერს სოციალურ ქსელში "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნინი ფოფხაძე.


შეგახსენებთ, მანამდე ბლოგერმა აკა სინჯიკაშვილმა დაწერა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომლებმა თავშესაფრის მაძიებელ ქალა ჯერ გათბობა გამოურთო განზრახ, შემდეგ კი კარი ღია დაუტოვაი, რამაც საზოგადოებში აღშფოთება გამოიწვია.





0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0