ვარსკვლავები გერმანელი სუპერმოდელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა 2023, 12 იანვარი, 16:39 სუპერმოდელ ტატიანა პატიცის გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. 90-იანი წლების ვარსკვლავი. გერმანელი სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალაქ სანტა-ბარბარაში, შტატი კალიფორნია. ტატიანა პატიცი დაიბადა ჰამბურგში(გერმანია), თუმცა შემდეგ მშობლებთან ერთად საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, სადაც სამოდელო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით იგი გადავიდა აშშ-ში. მისი კარიერის დაწყების თარიღად 1983 წელია მიჩნეული და უკვე 1985 წელს დასავლელი მკითხველისთვის უჩვეულო სახელის მქონე გერმანელი მოდის მოდელის ფოტომ დაამშვენა ბრიტანული პრიალა ჟურნალის Vogue-ის ყდა. ექსპერტების აზრით, პატიცი იყო 90-იანი წლების Big Six-ის(დიდი ექვსეული)დონის მოდელი: კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტურლინგტონი და ქეით მოსი. ”ის იყო ბევრად ნაკლებად შესამჩნევი, ვიდრე მისი თაობის სუპერმოდელები, მაგრამ უფრო იდუმალი, უფრო მოწიფული, უფრო მიუწვდომელი - და ამას თავისი მიმზიდველობა ჰქონდა”, - ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალ Vogue-ს ხელმძღვანელობამ ტატიან პატიცზე. პატიცი მუშაობდა პრიალა ფოტოგრაფიის ისეთ ცნობილ ოსტატებთან, როგორებიცაა პატრიკ დემარშელიე, პიტერ ლინდბერგი, ჰერბ რიცი და სხვები. თანამშრომლობდა ბრენდ Chanel-თან და Jean-Paul Gaultier-თან. ქვემოთ ფოტოზე მოცემულია Vogue 1990 წლის გარეკანი, სადაც ტატიანა პატიცი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტურლინგტონი და სინდი კროუფორდია. "გული დამწყდა": კოლეგამ, მოდელმა ელეინ ირვინმა გამოაქვეყნა პარიზულ Vogue-ის გარეკანი, სადაც ერთად არიან გადაღებულები: „ტატიანას ყოველთვის ვაფასებდი. სიყვარულით ტატიანა პატიცი და მისი ოჯახი" 163 3-ს მოსწონს
|