x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
როგორია ცხოვრება სამხრეთ კორეაში?- ყოველდღიური ცხოვრების ნიუანსები, რომელთა შესახებაც მხოლოდ ადგილობრივებმა იციან

image
მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამაა, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ახალი ქვეყნების აღმოჩენა, ხალხთან შეხვედრა, ადგილობრივი კულტურის გაცნობა და ეროვნული კერძების დაგემოვნება - ეს ყველაფერი (და არა მხოლოდ ეს), უდავოდ, წარმოუდგენლად კარგია. მაგრამ ბევრი მოგზაური ხედავს მხოლოდ გარე "ტურისტულ" გარსს ღირშესანიშნაობებით და სუვენირების მაღაზიებით. როგორ ცხოვრობს უბრალო ხალხი? წარმოგიდგენთ სამხრეთ კორეაში ცხოვრების საინტერესო წვრილმანებს.

1. სამხრეთ კორეაში არის სუპერმარკეტები, რომლებსაც აქვთ მაგიდები მომხმარებლებისთვის და მიკროტალღური ღუმელები. ეს სუპერმარკეტები ყიდიან როგორც ჩვეულებრივ საკვებს, ასევე მზა საკვებს, რომელიც მომხმარებელს შეუძლია დაუყოვნებლივ შეიძინოს, გააცხელოს და მიირთვას.image

2. ასევე ადგილობრივ მაღაზიებში კი უამრავი პროდუქტის დეგუსტაციას სთავაზობენ - დაწყებული ძეხვეულით და პელმენებით, დამთავრებული ნამცხვრებით და ხილით.image

3. ასევე ქვეყანაში არის კაფე "შეუზღუდავი საკვებით", სადაც სტუმრები თავად ამზადებენ. ქვეყანაში პოპულარულია კაფეები, სადაც გარკვეული თანხით (დაახლოებით 14 დოლარი ერთ ადამიანზე) შეგიძლიათ მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობის სალათები და საჭმელები, ბრინჯი და ხორცი. რაც ყველაზე საინტერესოა, ხორცს სტუმრები თავად ამზადებენ. თითოეულ მაგიდას აქვს თავისი ქურა.image

4. ქეი-პოპი და დორამები სამხრეთ კორეაში უზომოდ პოპულარულია, მეტიც, დასავლურ ფილმებს თუ მუსიკას დიდად არც სწყალობენ და შეიძლება ჰოლივუდის ცნობილი მსახიობიც ვერ იცნონ სახეზე, მაგრამ ადგილობრივი ცნობილი ადამიანები კი სულ სხვა თემაა. აიდოლების ფანდომი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიანთი კუმირი უფრო ცნობილი გახდეს, ამიტომაც, ალბომების და სხვადასხვა ნივთების ყიდვის გარდა, ისინი დაბადების დღეს კუმირებს ასე ულოცავენ, უამრავი ბანრით და პლაკატით ქუჩებში, შემოწირულობის გაცემით კუმირის სახელით ან უფასო ნახშირის ბლოკების დარიგებით მოხუცებისთვის.image

5. კორეელები შეპყრობილნი არიან თავიანთი გარეგნობით. სამხრეთ კორეა მსოფლიოში პირველ ადგილზეა პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 10%-მა გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია. სხვა შეფასებით, 19-დან 29 წლამდე ასაკის ყოველი მესამე სამხრეთ კორეელ ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.image

6. კორეელები არ ერიდებიან სხვა ადამიანის გარეგნობის კრიტიკას.

კორეაში მცხოვრებმა კანადელმა ქალმა თქვა: „ჩემთან მოვიდა ბიჭი და მითხრა: „ცხვირი უნდა გაისწორო!“ და მომაწოდა ბროშურა წამყვანი კოსმეტიკური ქირურგიის კომპანიისგან“.image

7. ავტობუსების გაჩერებები ცხელ ამინდში ასხურებენ ნისლს და აგრილებენ ხალხსimage


8. ზოგიერთი წიგნი იყიდება სუნამოსთან ერთად ნაკრებში image

9. ტაქსის მძღოლები უყურებენ ტელევიზორს მართვის დროსაც კიimage

10. სეულის მეტროში შეგიძლიათ იპოვოთ ასეთი მინი ფერმები სალათის მოყვანისთვისimage

11. სამხრეთ კორეაში პოლიციის მანქანები აღჭურვილია ელექტრონული დისპლეებით, რომლებიც ჩნდება მოციმციმე შუქებთან ერთად. გარდა ამისა, მოციმციმე ნათურები უკეთ ჩანს. დისპლეი აჩვენებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მძღოლებისთვის.image

12. ქვეყანა მოწიწებით ეპყრობა გარემოს. მაგალითად, ეს კიბე აშენდა ხეების გარშემოimage

13. სამხრეთ კორეაში იყიდება რამენი, რომლის შეფუთვაზეც არის სასწორი პროდუქტში არსებული მარილის რაოდენობით.image

14. Wi-Fi არის ყველგან ქვეყანაში. კაფეებში, გაჩერებებზე, მეტროში, სახლის შესასვლელთან, ავტობუსებში. და ყველგან უფასოა.image

15. ქუჩებში კი არის ღილაკები სასწრაფოს გამოძახებისთვისimage

16. სამხრეთ კორეელებს უყვართ ეიფელის კოშკი, მისი ნახვა ყველგან შეგიძლიათ აქ.image

17. ზოგან არის ნიშნები, რომლებიც აფრთხილებენ მძღოლებს, რომ ბაყაყებს შეუძლიათ გზის გადაკვეთა.image

18. მთელ კორეაში, განსაკუთრებით ზოგიერთ ტურისტულ ადგილთან ახლოს, შეგიძლიათ ნახოთ უცნაური ხალიჩით დაფარული ტროტუარები. სინამდვილეში, ეს არის ბილიკები პალმის ხის ქერქისგან. ისინი ძალიან სქელი და გამძლეა და დამზადებულია იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ტალახზე სრიალი წვიმიანი ამინდის დროს.image

19. ზოგიერთ გზაჯვარედინზე საგზაო შუქნიშნები დუბლირებულია საცალფეხო გადასასვლელის კიდეზე. ეს კეთდება იმათი უსაფრთხოებისთვის, ვინც ქუჩაში დადის ტელეფონში ჩაფლული. და ასეთები ბევრნი არიან, კორეელები ფაქტობრივად არ იშორებენ თავს სმარტფონებს, თამაშობენ ან ვიდეოებს უყურებენ.image

20. თითქმის ყველა კარი აღჭურვილია ელექტრონული საკეტებით. კორეაში თითქმის ყველგან, მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში იყენებენ უგასაღებო კარის საკეტებს. სამაგიეროდ, კარი იკეტება ელექტრონული საკეტებით.image

21. კორეელები ცივ სასმელებს ზამთარშიც კი სვამენ. კორეელების დიდი რაოდენობა სვამს ყინულებიან ყავას მაშინაც კი, როდესაც ტემპერატურა 0°C-ზე დაბლა ეცემა. ბევრი ოფისის თანამშრომელი ლანჩის შემდეგ დესერტის ნაცვლად ცივ ყავას ითხოვს. ზოგი ამბობს, რომ კორეელები ამ სასმელს სტრესის მოსახსნელად იყენებენ. image

22. საბავშვო ბაღის ბავშვები ხშირად დადიან პიკნიკებზე და მუზეუმებში. და ბავშვები ხალხში რომ არ დაიკარგონ, ყველას ერთნაირი ფერის ფორმას აძლევენ. თითოეულ ბაღს აქვს თავისი ფორმა.image

23. კორეელები ხშირად საუბრობენ საკუთარ თავთან. ბევრი კორეელი ესაუბრება საკუთარ თავს სხვადასხვა სიტუაციებში. მაგალითად, სერიალის ყურებისას მათ შეუძლიათ გაამხნევონ მთავარი გმირი. სამსახურში ისინი ხმამაღლა ახსენებენ თავს მოახლოებულ ვადას ან დავალებას. როცა გემრიელად მიირთმევენ, ხმამაღლა გამოხატავენ კმაყოფილებას.image

24. ძალიან მჭიდრო საპარკინგე ადგილების გამო, მძღოლები მანქანაზე ასეთ ღრუბლებს ამაგრებენ, კარის გაღებისას რომ არ დააზიანონ მანქანა.image

1
368
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
368
  
2023, 20 იანვარი, 22:31
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1