x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
12 საინტერესო ფაქტი ჩინეთში ცხოვრების ყოველდღიურობის შესახებ, რომელთა შესახებ ვერც კი წარმოიდგენდით

image
ჩინეთი, თავისი უზარმაზარი მოსახლეობისა და ტერიტორიის გამო, აწარმოებს და მოიხმარს დიდი რაოდენობით რესურსებსა და საკვებს, მაგრამ კიდევ რა იცით მათი ყოველდღიურობის შესახებ?

1. ყოველწლიურად ჩინეთში 20 მილიონი ხე იჭრება, რათა დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნილება ერთჯერადად ჩხირებზე. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიარდი წყვილი მოიხმარება.image

2. ჩინეთის ყველა სარკინიგზო ლიანდაგი ერთ ხაზზე რომ იყოს გაყვანილი, მას შეუძლია ორჯერ შემოუაროს დედამიწას. მათი სიგრძე 93 ათასი კილომეტრია.image

3. ჩინეთის ნახშირის დადასტურებული მარაგი 115 მილიონი ტონაა. ეს არის მესამე შედეგი მსოფლიოში აშშ-ისა და რუსეთის შემდეგimage

4. ჩინეთმა ორ წელიწადში უფრო მეტი ცემენტი აწარმოა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა მთელ მეოცე საუკუნეში. ის არის ამ სამშენებლო მასალის უდიდესი მწარმოებელი და მომხმარებელი (მსოფლიო წარმოების 60 პროცენტი) მსოფლიოში.image

5. მოწევა ყოველწლიურად მილიონ ჩინელს კლავს. ეს კვიპროსის მთელ მოსახლეობაზე მეტიაimage

6. ჩინეთის ბუნებრივი აირის მარაგი 3, 1 მილიარდი კუბური მეტრია და შეუძლია 1, 24 მილიარდი ოლიმპიური საცურაო აუზის შევსება.image

7. სწრაფი მომზადების ლაფშას ჩინელები ყველაზე მეტს მოიხმარენ, 43 მილიარდი შეფუთვა წელიწადში.image

8. ჩინელების მიერ ყოველწლიურად მირთმეული ღორის ხორცის მასა უდრის 5200 ეიფელის კოშკის წონას.image

9. ოცი უმდიდრესი ჩინელის ქონება 141, 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სურათზე ვანგ ჯანლინი ჩინეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა 2014 წლის მონაცემებით.image

10. დაახლოებით 30 მილიონი ჩინელი ცხოვრობს გამოქვაბულებში. ეს საუდის არაბეთის მოსახლეობაზე მეტია. სურათზე ნაჩვენებია გამოქვაბულის სახლები შენსის პროვინციაში.image

11. თვითმკვლელთა რიცხვი 100 ათას მოსახლეზე შეადგენს 22, 2 ადამიანს. image

12. მსოფლიოში ღორების რაოდენობის ნახევარი ჩინეთშია. ეს ქვეყანა პლანეტაზე ღორის ხორცის ყველაზე დიდი მომხმარებელია.image

0
514
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0