საქართველო
"ეს მრეცხავი ვარდო ნახეთ"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 9 იანვარი, 15:18
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმაურება და წერს:
"ეს ნაძირალა მრეცხავი ვარდო ნახეთ სამშობლოდ გვიცხადებს თავს"- ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.
"იყო დრო, როდესაც დესტაბილიზაციის სურვილების გამხმოვანებელი სააკაშვილი იყო და საზოგადოებას კარგად ახსოვს არჩევნების პერიოდში, როგორ მოდიოდა ის ხან წლით და ხან მიწით. შემდეგ რომ ჩაუვარდათ ეს დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა და სააკაშვილი დააპატიმრეს, ახლა ისე გარედან მიმართეს ნაცნობ ხერხს და ახლა ისევ გარედან ცდილობენ დესტაბილიზაციის რაღაცა კერების გაჩენას, ისმის იქიდან მუქარის განცხადებები საკუთარი სამშობლოს მიმართ.
რადგანაც ამ დესტაბილიზაციის სურვილი მუდმივად აქვს ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, მინდა ყველას შევახსენო, რაც ისედაც საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსში, თუკი ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის, ხალხის ნების, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა მათიკაშვილმა უკრაინაში მებრძოლი, ნოდარ ყარალაშვილის მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ის ტანკების საშუალებით საქართველოში შემოსვლით იმუქრება.