x
image
თეონა გორდეზიანი
არყის გამოხდასთნ დაკავშირებული სახალისო ამბავი ახლო წარსულიდან...

საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია და ერთ ყრუ სოფელში ღამით, აბანოში დედაბერი არაყს ხდის. რაღაცა დასჭირდა, გავიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული – სთხოვა – სანამ მოვბრუნდები, მიმიხედეო. ტიპმა ნახა, სახდელი აპარატის მილს ვარცლში წყალი აკლია. აიღო ვედრო და გავიდა წყალზე. ამ დროს შემოვლაზე გასულმა მილიციელებმა დაინახეს, ღამით აბანოდან ბოლი გამოდიოდა – იფიქრეს, აქ რაღაც ხდებაო! შედიან, ხედავენ არყის სახდელ აპარატს და გახარებულები მეარყეს ელოდებიან. შევიდა თუ არა მეზობელი ტიპი ვედროთი, ეგრევე ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს – ახსნა - განმარტება დაგვიწერე, როგორ ხდიდი არაყსო. ტიპი დაჯდა და დაწერა. მილიციელმა წაიკითხა, როჟა შეეცვალა, დაისხა არაყი და დალია. მეორე ეკითხება, რა ხდებაო? ამან ფურცელი მიაწოდა, სადაც წერია: გამოვედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ვიფიქრე ხანძარია. ვტაცე ვედროს ხელი, მიმაქვს წყალი, რომ ჩავაქრო და ვხედავ – ხანძარი კი არა, 2 მილიციელი დამჯდარა და არაყს ხდიანო!.

image

0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0