x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბელგიის პოლიცია და საკონსულო ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას ადასტურებს
image

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. ინფორმირებულია დაღუპულის დედაც. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

.

საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, - ამის შესახებ "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს და ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.



უწყების ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება.


"ბელგიაში, საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა, "- აღნიშნულია განცხადებაში.

.

მანამდე ქისტაურის ახლობლები წერდნენ, რომ ცრუ ინფორმაცია იყო და გარდაცვლილი იყო სხვა ქალი, ლიზამ კი მიმალვა მოახერხა.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0