x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
'"ახია... შეეგუე მანდ ყოფნას"- რა პოსტს ავრცელებს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპატრიარქოს ზემოაღნიშნული წერილის ტექსტის გამო აკრიტიკებს:


"ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები - ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო.


სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან.


ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა - სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში.


გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ მას თავისი მოტივაცია აქვს და ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებს - პირად ცხოვრებას, საძინებლებს, ფარულ გადაღებას და ა.შ. საქმე ისაა, რომ ორი მეფე ერთ ქვეყანაში ზედმეტია.


თუმცა არც ივანიშვილს მისცემენ მოსკოვიდან უფლებას, ბოლომდე დაასუსტოს, რადგან ივანიშვილს უფრო შეელევიან რუსეთში, ვიდრე საპატრიარქოს. ამიტომ უწევთ ერთმანეთთან პარტნიორობა."- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიხეილ სააკაშვილს წერილი ჯერ კიდევ ახალ წლამდე გაუგზავნა, სადაც მას მხნეობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა. პატრიარქის წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა–ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", – ნათქვამია პატრიარქის მისალოც წერილში.




0
305
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
305