საქართველო “ტიპმა" აქცია დაანონსა და თავად ზუგდიდში წავიდა” - ვის ქმედებას აკრიტიკებს თაკო ჩარკვიანი 2023, 5 იანვარი, 22:51 ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას "მშვიდობის ხიდზე" დაანონსებული არაორგანიზებული აქციის გამო აკრიტიკებს და მთელ ოპოზიციურ სპექტრს საჯაროდ მიმართავს:"ტიპმა" აქცია დააანონსა მშვიდობის ხიდზე და თავად ზუგდიდში წავიდა და იქაც ამომრჩეველი არ თუ ვერ მიიყვანა მოქმედმა თავმჯდომარემ ფაქტია, ან რა ერთობაზე საუბრობს თავმჯდომარე, როცა საკუთარი ამომრჩეველი აღარ გენდობა …….და საერთოდ ბა.ნი მალხაზ მაჩალიკაშვილის არ იყოს, როგორ ხართ ოპოზიციავ “ოქროებო”??!!ღმერთმა კარგად გამყოფოთ………ჰოოოო თუმცა “დამავიწყდა” ამ ახალი წლის დღეებში….. თან ცოტა ქარიც იყო და “ე ….მანდ” ვინმეს არ დაუბეროს….. “ნაწილ-ნაწილ ნაფლეთ-ნაფლეთ “……..დაშალა."- ვკითხულობთ დეპუტატ, თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ თბილისში, 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ორ ადგილას ჩატარდა. ნიკა მელიას ორგანიზებით, დემონსტრანტთა ერთი ნაწილი "მშვიდობის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, მთავრობის კანცელარიასთან კი დამოუკიდებელი აქცია "ენმ"-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გამართა, რომელიც მოგვიანებით აქციის მონაწილებთან ერთად მსვლელობით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართა, საიდანაც სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.431 შეფასება არ არის |