x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დავინახე, აფთიაქიდან გაქცეული მერაბიშვილისთვის უკანალში წიხლის მიყოლება მაინც შეძლო“ - აკა ჯიჯიხია
image


მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიგიშა შარაშიძის მეგობარი აკა ჯიჯიხია, სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით წერს და დეტალებზე საუბრობს.


"ორი დღეა ფეისბუკში და ტელევიზიებში მთავარი კითხვაა, მართლა ცემეს თუ არა სისხლისმსმელი რეჟიმის მთავარი საყრდენი, უძლეველი და უშიშარი მერაბიშვილი.

,


მესამე დღეა არის მოლოდინი, რომ გამოვა და ან დაადასტურებს, ან უარყოფს, ან რა ვიცი, რამეს იზამს, თუმცა როგორც ჩანს თავისიანებსაც უმალავს. ამიტომ გადაწყვიტა გიგიშამ ისევ თავად ეთქვა: საინტერესო ის არის, რომ მასეთი შეშინებული და ჩასვრილი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავსო - ეს იყო მისი პირველი რეაქცია.

.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელი სერიოზულად დაიზიანა ცოტა ხნის წინ (ერთი დღემდე შეხვეული და ნაგიბსარი აქვს) და წესიერად ვერც მოარტყა, დაფეთებული და აფთიაქიდან უკანმოუხედავად გაქცეული მერაბიშვილისთვის უკანალში წიხლის მიყოლება მაინც შეძლო. იმანაც კარგად რომ გაასწრო სირბილით, მერე გაბედა უკან მიხედვა. უკანალში მიყოლებულმა წიხლმაც ვერ შეურხია თავმოყვარეობა

.

გიგიშაც ორი დღეა იმაზე ლაპარაკობს, რომ არავისგან არ ითხოვს არც შეწყალებას, არც პატიებას. თუ დანაშაულია, მზად ვარ პასუხი ვაგო, სრულიად შეგნებულად ვიმოქმედე და შესაბამის პასუხისმგებლობას არ გავექევიო.

.

თუ გამომძიებელი მკითხავს, ვნანობ თუ არა რაც ჩავიდინე, არ მოვატყუებ და ვეტყვი რომ კი, თან ორ რამეს ერთდროულად: ერთი, რომ გამექცა და კარგად ვერ მოვდე და მეორე, საერთოდ რომ მოვუქნიე ხელი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ეგეთ ბოლომდე ჩასვრილ და ბანძ ტიპთან მქონდა საქმე, თორემ თავიდანვე ამოვაპანღურებდი და ნატკენ ხელებსაც ძალას არ დავატანდიო.

.

აბა ვანო, გამოდი, გამოჩნდი, ალბათ ვერ იფიქრებდი ვინც ამოგცხო თავად ის თუ მოყვებოდა ამას და შენ კიდე ისეთი შეშინებული სახე გქონია, ზუსტად ხვდება ყველა, რატომ ხარ დაფეთებული და სოროში შემძვრალი. მიშას ნაფანტაზიორები იმიჯიც ჩამოგენგრა ერთ წამში. თუმცა, რომ მახსენდება შენ და შენმა სიმულიანტმა ბელადმა რა უქენით ჩვენი თაობის ბიჭებს და მათ მშობლებს, საერთოდ არ მეცოდები.


ხელის მოქნევამდე რაც გითხრეს, იმედია მაგას მაინც მოყვები შენ თვითონ, ეგაა მთავარი…"- წერს აკა ჯიჯიხია.

.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0