x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანეკდოტები და სახალისო ფრაზები

image


ხშირად მკიცხავენ იმის გამო, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის ვცხოვრობ. უკაცრავად, მაგრამ ვისი სიამოვნებისთვის უნდა ვიცხოვრო?!

***

მთელი ამ წლების მანძილზე, განზრახ არ გავმდიდრდი, რადგან, როდესაც ყველა გაღარიბდება, ყველაზე ადაპტირებული ვიყო.

***

— ამბობენ, ჭკვიან ხალხთან მეგობრობა რთულიაო. შენ კი, როგორც ვხედავ, კომუნიკაბელური ხარ!

***

თუ სიბრაზე ყველაზე არ გყოფნით — ფოკუსირება კონკრეტულ ადამიანზე მოახდინეთ.

***

იმას, რომ 45 — მშვენიერი ასაკი, 60 რომ შეგისრულდება, მხოლოდ მაშინ ხვდები.

***

ქალი — ოჯახის კერის მცველია, რომელშიც ოჯახის ბიუჯეტი იწვება.

***

პირველი შვილი — ყველაფერს რეცხავ, აუთავებ! მეორე შვილი — რეცხავ, ხანდახან აუთავებ და უყურებ, რომ ბავშვმა კატის თეფშიდან საკვები არ შეჭამოს! მესამე შვილი — თუ ბავშვმა კატის საჭმელი შეჭამა, ეს მხოლოდ კატის პრობლემაა...

***

— როგორ ახსნი ორიანებს დღიურში? – ეკითხება დედა ბიჭს.

— დე, აქ ორიდან ერთი ვარიანტია: ან გენები, ან აღზრდა.

***

— დაბადების დღეს გილოცავ, რამდენი წლის გახდი? – ეკითხებიან ქალს.

— როდესაც გავთხოვდი 20 წლის ვიყავი, მეუღლე კი, 40 წლის იყო, ანუ, 2–ჯერ უფროსი. ახლა ის 70–ს არის... გამოდის რომ მე, 35–ს ვარ!

***

ცოლი:
— ძილში ისევ ლაპარაკობდი.
ქმარი:
— ღმერთო ჩემო, ახლა ძილშიც არა მაქვს, სიტყვის თქმის უფლება?!

***

განცხადება საბავშვო ბაღში: "პატივცემულიო მშობლებო! გთხოვთ, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ბავშვი საბავშვო ბაღის შესახებ გეტყვით! ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გპირდებით, რომ არ დაიჯეროთ მის მონაყოლს, თქვენს შესახებ".

***

ცოლ-ქმარი დასასვენებლად მიდის.

— ბავშვებს დედას დავუტოვებ, – ამბობს ცოლი.

— ძაღლს და თუთიყუშს – დეიდას.

— კატას მეზობელს.

ქმარი 1 წუთით დაფიქრდა და მეუღლეს უთხრა:

— თუ ბინაში ასეთი სიჩუმე იქნება, სხვაგან რატომღა უნდა წავიდეთ?

***

— სოციალურ ქსელებში რატომ არ ხარ? – ეკითხება ერთი, მეორეს.

— ფსიქიატრი ვარ. ასეთი ურთიერთობები სამუშაოზეც საკმარისად მაქვს.

***

— მამა რას ნიშნავს "ფინანსური გენიოსი"

— ეს ადამიანია, შვილო, რომელიც უფრო სწრაფად შოულობს ფულს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს.

***

— სამუშაოს შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ლუდის ბარში თუ შევდივარ, ცოლი 3 დღე არ მელაპარაკება.
— და იქ რამდენად ხშირად დადიხარ?
— სამ დღეში ერთხელ.

***

— გუშინ საცოლესთან ყველა ჩემი ცოდვა ვაღიარე!

— მერე?

— არ მიშველა, ქორწილი 3 კვირის შემდეგ არის.

***

პაციენტმა ექიმს დაავადების სიმპტომები უთხრა და ჰკითხა:

— ექიმო ახლა რა ვქნა, ამ დაავადებისგან როგორ განვიკურნო?
— ახლა დავგუგლავ და გეტყვი.
— და მე თვითონ რომ დავგუგლო?
— მოდი რა, ახლა თვითმკურნალობას ნუ დავიწყებთ...

***

— ბაბუ, ცხოვრება, ზოგადად, როგორია?
— ზოგადად?! ჯერ ყველაფერი კარგად არის, შემდეგ, ცუდად…
— და ისევ კარგად?
— არა, შემდეგ, ეჩვევი.

***

სსრ კავშირი, რუსეთი.

პატარა მოიშა სკოლიდან დაბრუნდა და დედას ეუბნება:

– დედა, დედა, მე დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ!

– შვილო, ყოველდღე სადილად რას ჭამ? – ჰკითხა დედამ.

– ქათამს.

– ჰოდა, ამის შემდეგ, კარტოფილს შეჭამ, ისე როგორც რუსი ბავშვები.

მოიშა განაწყენდა და მამასთან მივიდა. იფიქრა, საქციელი, იქნებ მამამ მომიწონოსო:

– მამა, მამა, მე დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ!

– შვილო, ყოველდღე სკოლაში რით დადიხარ?

– მანქანით, მამა!

– ამის შემდეგ, როგორც რუსი ბავშვები, ავტობუსით ივლი.

მოიშა კიდევ უფრო მეტად განაწყენდა და პაპასთან მივიდა და უთხრა:

– იცი, დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ!

– და ჯიბის ფულს რამდენს გაძლევ ყოველდღე?

– 10 მანეთს!

– ამის შემდეგ, მხოლოდ მანეთს მიიღებ, როგორც რუსი ბავშვები.

მოიშა ძალიან განაწყენდა და ოჯახთან ერთად, სუფრას მიუჯდა. ყველა ქათამს მიირთმევდა. ხოლო მას, თეფშზე კარტოფილი დაუდეს. სადილობენ და ერთმანეთს თვალს უკრავენ... და დედამ მოიშას ჰკითხა:

– აბა, მოგწონს რუსი რომ ხარ? – არა… სულ რამდენიმე საათია, რაც რუსი ვარ და თქვენ, ებრაელებს, ვეღარ გიტანთ! მძულხართ!!!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვალერი მელაძემ მხოლოდ ორი სიტყვა თქვა და მთელი რუსეთი აღაშფოთა...

* სასარგებლო რჩევები, წარმატების მოსაპოვებლად (ახალი წლიდან დაიწყეთ)

* ცხოვრებისეული იუმორი

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



0
657
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0