სხვა "ამ წუთებში დიდი არეულობაა კრემლში... გენერალიტეტი, რომელსაც წვდომა აქვს ატომურ იარაღზე აჯანყდა" - თამო კეშელავა 2023, 2 იანვარი, 16:44 ჟურნალისტი თამო კეშელავა ბედობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და იმ სურვილს წერს, რაც ყველაზე ძალიან უნდა არა მარტო მას, ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობას: "ამ წუთებში დიდი არეულობაა კრემლში, გენერალიტეტი, რომელსაც წვდომა აქვს ატომურ იარაღზე აჯანყდა, პუტინი, ამ დროის მონაცემით ცოცხალია, თუმცა, მას გათიშული აქვს ყველა საკომუნიკაცია არხი და არის იზოლირებული. გენერალიტეტი ამზადებს კაპიტულაციის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს იტყვის ატომურ იარაღზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მომავალი 50 წლის მანძილზე კომპენსაციას გადაუხდის ყველა ოკუპირებულ ქვეყანას, კომპენსაცია განისაზღვრება მოგვიანებით. აფეთქებებია მოსკოვში, მავზოლეული აღარ არსებობს, მიწასთან გასწორდა, სამხედრო ობიქტები ცეცხლის ალშია გახვეული. გაიცა ბრძანება, ყველა ოკუპირებული ტერიტორია დატოვოს რუსეთის ჯარმა. მედვედევის გასვენებაში პესკოვი ცუდად გახდა და კლინიკაში გადაყვანისას, სასწრაფო დახმარების მანქანას ქვედა ნაწილი გასძვრა და პესკოვი სადღაც ქუჩაში დარჩათ – მისი მდგომარეობის შესახებ ინფო არ ვრცელდება. პიწერში დიდი მიტინგია, ქუჩაში 5 მილიონი ადამიანია გამოსული და ითხოვენ, პუტინი გადაეცეს სამხედრო ტრიბუნალს. ხო, თუ დაბედებაა, ამის დაბედება მინდა. ამინ და მალე ამსრულებოდეს:) იყოს სხვა თანმიმდევრობითაც, სხვა სცენარითაც, არაა პრობლემა:) მთავარია შედეგი იყოს იგივე:)" - წერს თამო კეშელავა.
541 2-ს მოსწონს
|