x
image
თუთიკო ბერძენა
მეცნიერებმა ადამიანთა შორის ყველაზე გავრცელებული კიბოს კვალი უძველეს ამფიბიაში აღმოაჩინეს

image

ადამიანები ხშირად წუწუნებენ, რომ ჩვენს ეპოქაში უამრავი დაავადება წარმოიშვა და გავრცელდა, რომლებიც წინა საუკუნეებში არ არსებობდა. ეს არ არის უსაფუძვლო წუწუნი, რადგან დროსთან ერთად სხვადასხვა გამომწვევები მუტაციას განიცდიან და სხვადასხვაგვარ კლინიკურ სურათს ავითარებენ, თუმცა ბაქტერიები, ვირუსები და კიდევ მრავალი გამომწვევი, რომლებიც ამა თუ იმ დაუძლეველ დავადებებს წაწარმოქმნიან, ყოველთვის არსებობდა ბუნებაში და მომავალშიც იარსებებს, რადგან დედამიწა არ არის სტერილური გარემო.



პოლონეთის სილეზიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს 215 მილიონი წლის მეტოპოზავრის ნამარხი. ეს არის უძველესი დიდი ამფიბია, რომელიც ცხოვრობდა ტრიასის დროს - და აღმოაჩინეს ძვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის კვალი. სამუშაოს შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში BMC Ecology and Evolution.


მკვლევართა აზრით, ერთ-ერთი ამფიბიის ხერხემალი უცნაურად გამოიყურებოდა: ძვლოვანი ქსოვილი ძლიერადაა გაზრდილი, მისი ფორმა და სტრუქტურა კი არანორმალური იყო. ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ მეტოპოზავრს შესაძლოა რაიმე სახის ძვლის დაავადება ჰქონოდა. თეორიის შესამოწმებლად ექსპერტებმა ნარჩენების ტომოგრაფია ჩაატარეს.



როგორც გაირკვა, ძვალი გაიზარდა როგორც გარეთ, ისე სიღრმეში ჩაიზარდა. ქსოვილის გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თევზი ოსტეოსარკომით იყო დაავადებული. ეს არის ყველაზე გავრცელებული ძვლის კიბო ადამიანებში.

0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0