x
image
თუთიკო ბერძენა
მილიონერს მეტროს მატარებელმა თავი მოჰკვეთა. ფოტო, რომელზეც ჩანს დიდი ერის "დიდი" ემპათია მომხდარისადმი
image

რატომ არის მეტროს სადგურებში თეთრი უწყვეტი ხაზი გავლებული რკინიგზიდან გარკვეულ დისტანციაზე? ეს საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც უზრუნველყოფს ბაქანზე მდგომი მგზავრების უსაფრთხოებას. თუმცა ძალიან ხშირად ნახავთ, რომ მგზავრები მატარებლის მოახლოებამდე ამ ხაზის იქით დგანან.


მოსკოვის მეტროში მილიონერი მატარებლის ქვეშ აღმოჩნდა. საუბარია 72 წლის ვალერი ბაღდასაროვზე, რომელიც ერთ-ერთი დიდი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის დამფუძნებელია.


შემთხვევა მოხდა მეტრო დმიტროვსკაიასთან. როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადავარდა, მეტროს თანამშრომლები მას სასწრაფოდ მისცვივდნენ დასახმარებლად, თუმცა მატარებელი სადგურს უახლოვდებოდა.



მძღოლმა საგანგებო დამუხრუჭება გამოიყენა, მაგრამ ეს უკვე ისეთ დისტანციაზე მოხდა, როცა მატარებელმა გაჩერება ვერ შეძლო და უზარმაზარმა სატრანსპორტო საშუალებამ კაცს ფაქტიურად თავი მოჰკვეთა.

image ფოტო მოხდარის პარალელურადაა გადაღებული და ნახეთ დიდი რუსი ერის წარმომადგენელთა არაემპათიური რეაქცია მომხდარზე.



შეუძლებელია, აქვე არ გაგვახსენდეს ისევ რუსი მწერლის, ბულგაკოვის გამოთქმა "ოსტატი და მარგარიტადან" - ანუშკამ უკვე იყიდა მზესუმზირის ზეთი, და არა მხოლოდ იყიდა დაღვარა კიდეც...


საქართველოში მილიონერები მეტროთი, რა თქმა უნდა, არ მგზავრობენ, მაგრამ რიგითი მოკვდავებისთვის კარგი იქნება შეხსენება, რატომ არ უნდა გადაკვეთონ უწყვეტი თეთრი ხაზი მეტროს სადგურის ბაქანზე!



0
381
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0