x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ახალ 2023 წლის დადგომას გილოცავთ ინტერმედიელებო, მე არ მიყვარს ეს დღე, მაგრამ მინდა ყველა ბედნიერი იყოთ
image ახალი წელი ყველას ოჯახში ახალ სიახლეებთან და ზეიმთან ასოცირდება, ამიტომაც სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო ეს დღე და ბედნიერება და ერის და ქვეყნის გამთლიანება გისურვოთ.


როგორ შეიძლება ადამიანს ახალი წელი არ გიყვარდეს, მაგრამ მე არ მიყვარს ეს დღე, მეტიც როცა ახალი წელი მოდის ძველი იარები "მეხსნება" და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ღია იარებზე "ნარილს მაყრიდნენ".


ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ მიყვარს ახალი წელი, მაქვს საამისო მიზეზიც.


გახსოვთ ალბათ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში პარტიზანული მოძრაობის ბუმი ტომ იყო, რამდენიმე გასამხედროებული და ოფიციალური სტრუქტურის მებრძოლები რეიდებს რეიდებზე აწყობდნენ აფხაზეთში სეპარატისტების და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ.



გსმენიათ ალბათ "თეთრ ლეგიონზე", "ტყის ძმებზე", "მორიელზე", სამურაიზე", "თორსიდ დაჯგუფებაზე" და რამდენიმე სხვა ჯგუფზე.


ერთერთი ჯგუფის მეთაური მამაჩემი გახლდათ, უკრაინის არმიის ყოფილი საზღვაო ქვეითი ოფიცერი, რომელმაც წარმატებული კარიერა მიატოვა უკრაინაში აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე და მე, 15 წლის მოზარდი "საომარ ბილიკზე" გამიყვანა.


ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ სცოდნოდა მაყურებელს თუ რა მიზეზით შემძულდა ახალი წელი.


30 დეკემბერი იყო როცა აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა გალის დაბალი ზონის სოფლების აწიოკებას მიჰყვეს ხელი, ქართველი პარტიზანების რეაქცია მყისიერი იყო, რამდენიმე ჯგუფმა კოორდინირებულად შეაღწია გალის რაიონში და გალის დაბალი ზონის გამწმენდას მიჰყო ხელი, განსაკუთრებით აქტიურობდნენ სოხუმელი და დრანდელი პარტიზანები, რომლებსაც ბრძოლის უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდათ.


უკრაინაში დაღუპული როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, კახა გოგოლი და სხვები და სხვები ძალღონეს არ იშურებდნენ ბრძოლის ველზე, უმცროსებს კი სამაგალითო გმირობის მაგალითს გვაძლევდნენ.


ახალი წლის ღამეს სასტიკი ბრძოლები გაიმართა სოფელ ქვემო ოტობაიასთან, პარტიზანებმა რასაც ჰქვია "კუდით ქვა ასროლინეს" მომხურებს, ერთი"უაზის" მარკის მანქანა და 2 სამხედრო სამხიდიანი "ზილი" ჩავიგდეთ ხელში.


ახალი წლის გამთენიისას ერთერთი ნაალაფარი სატვირთო აფხაზების დადებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა და 4 პარტიზანი ადგილზევე დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. დაღუპულები და დაჭრილები მეორე მანქანის ძარაზე გადავიყვანეთ და ფიჩორი-განმუხურის გავლით ანაკლიაში გადავედით, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანები დაგხვდა.


ჩემს განცდებს მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც ბრძოლის ველზე უახლესი ადამიანები დაუკარგავს.


ამ სურათზე მყოფები იმ დღეს აფთრების ხროვასთან მებრძოლი ლომებივით იბრძოდნენ, როცა უკრაინიდან დროებით ჭრილობის მოსაშუშებლად წამოვედი კახა გოგოლის გარდა ყველა ცოცხალი იყო, კახა ლისიჩანსკში დაიღუპა.


როლანდი, მერაბი და რომეო კი ბახმუტში და რაც ყველაზე ცუდია მათი ცხედრები ჯერ კიდევ რუსი აგრესორების ხელშია.


აი ამიტომ არ მიყვარს ახალი წელი, ახალ წელს დავკარგე უახლოესი ადამიანები, ვისთანაც უამრავი რამ მაკავშირებდა.


ბედნიერება მოეტანოს ამ ახალ წელს თქვენი ოჯახებისათვის ინტერმედიელებო და მკითხველებო, უკეთესი წლები დადგომოდეს საქართველოს.

0
50
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
50