x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"გილოცავთ ახალ წელს! ჩვენი გამარჯვების წელს" - ვოლოდიმირ ზელენსკის საახალწლო მიმართვა

image

ვოლომიდირ ზელენსკი თავის საახალწლო მიმართვას სოციალურ ქსელებში აქვეყნებს მეუღლესთან, ოლენა ზელენსკაიასთან ერთად გადაღებულ ფოტოთი. განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2023 წელი უკრაინის გამარჯვების წელი იქნება.



"რისთვის უნდა ვისურვოთ სასწაული, როცა უკრაინელები დიდი ხანია თავად ქმნიან მას. რისთვის უნდა ვისურვოთ ნამდვილი მეგობრები? ჩვენ უკვე ვიცით ვინ არიან ისინი. სიყვარული ვისურვოთ? წელს ეს უფრო მეტად ვიგრძენით, ვიდრე ოდესმე. რწმენა და იმედი? ორივე დიდი ხანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმყოფება.


ვისურვოთ კომფორტი საკუთარ სახლებში? ის იქ არის, სადაც ჩვენ და ჩვენი ახლობლები არიან.



სინათლე ვისურვოთ? ეს ყველა ჩვენგანშია, მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია არ არის.


თავგადასავალი და მოგზაურობა? უკრაინელებს მეტისმეტად ბევრი აქვთ უკვე.
ასე რომ, დღეს მხოლოდ ერთი სურვილი არსებობს და ეს გამოვლინდება არა სასწაულით, არამედ ჩვენი საქმით. ბრძოლით. ერთმანეთის დახმარებით. ჰუმანურობით.


გილოცავთ ახალ წელს! ჩვენი გამარჯვების წელს". - წერს ზელენსკი ფეისბუქ გვერდზე.
– ___

1
38
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
38
  
2023, 6 იანვარი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1