x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ დავკარგეთ 2022 წელს? - გასულ წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
image

მიიწურა მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დავკარგეთ 2022 წელს.




ნიკა ქაცარიძე - ქართველი მსახიობი, გარდაიცვალა 5 იანვარს, 43 წლის ასაკში. მაყურებელი იცნობდა სერიალებიდან "ცხელი ძაღლი". "შუა ქალაქი" და "ჩემი ცოლის დაქალები".


image



რეზო ამაშუკელი - თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968)გარდაიცვალა 10 იანვარს 85 წლის ასაკში.

image

რუსუდან კიკნაძე - ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „გიორგობისთვე“ (რეჟისორი ოთარ იოსელიანი, 1966), „ფერისცვალება“ (ეკა; რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ტატა; რეჟისორი გუგული მგელაძე, 1969), „თვალი პატიოსანი“ (მედეა; რეჟისორი შოთა მანაგაძე, 1976), გარდაიცვალა 20 იანვარს 74 წლის ასაკში.

image

გრიგოლ (გივი) თოიძე - ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1988) თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი.გარდაიცვალა10 თებერვალს 89 წლის ასაკში.

image


ლომერ ახვლედიანი - ქართველი კინოოპერატორი. გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.საქართველოს სახალხო არტისტი.გარდაიცვალა 11 თებერვალს 87 წლის ასაკში.

image


ელგუჯა (გუჯა) ბურდული - ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზე“. თბილისის საპატიო მოქალაქე, გარდაიცვალა 5 მარტს 80 წლის.


image

დილარ ივარდავა - პოეტი და მთარგმნელი მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.დავით აღმასენებლის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 26 მარტს 81 წლის.


image

ვალერი კოჩაროვი - როკ ბენდ The Blitz-ის ხელმძღვანელი და ლიდერი. კოჩაროვის სახელს უკავშირდება თბილისში The Beatles-ის პოპულარიზაცია, ჯგუფმა საქართველოსა და საბჭოთა კავშირში The Beatles-ის სიმღერების შესრულებით გაითქვა სახელი.გარდაიცვალა 3 მაისს 74 წლის ასაკში.

image



ლექსო თორაძე - ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ვაჟიშვილი.1983 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.გარდაიცვალა 11 მაისს 69 წლის ასაკში.

image


შუქია აფრიდონიძე — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. ღირსების ორდენის კავალერი (2018).გარდაიცვალა 28 მაისს 82 წლის ასაკში.

image


თემურ ჩხეიძე - ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე, თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.გადაღებულია ფილმებში "ამაღლება“ (1977) და „მშობლიურო ჩემო მიწავ!"(1980)გარდაიცვალა 5 ივნისს 78 წლის ასაკში.

image

ლევან კბილაშვილი - ქართველი მომღერალი, "ჯეოსტარის" მონაწილე, ბოლო წლებში ცხოვრობდა რუსეთში, გარდაიცვალა 21 ივნისს 31 წლის ასაკში.

image

მამუკა ონაშვილი - ქართველი მომღერალი და იუმორისტი, გამოშვებული აქვს ორი მუსიკალური ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ…“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.გარდაიცვალა 1 აგვისტოს, 55 წლის ასაკში.

image



მიხეილ გომიაშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, ნათამაშები აქვს 20-ზე მეტ ფილმში და სერიალში, მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. გარდაიცვალა 12 სექტემებერს, 61 წლის ასაკში.

image


ლია მიქაძე - საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი. 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე იხილა. მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა. გარდაიცვალა 10 ნოემბერს 86 წლის ასაკში.

image


ზურაბ კიკნაძე - ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო.ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია.გარდაიცვალა 23 ნოემბერს 89 წლის ასაკში.

image

ნუგზარ შარია — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი, გადაღებულია ფილმებში „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. ის 1970-იანი წლების დასაწყისიდან ამერიკაში ცხოვრობდა.გარდაიცვალა 1 დეკემებერს 81 წლის ასაკში.

image


ვლადიმერ ბარქაია - ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959).


1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.გარდაიცვალა 30 დეკემბერს 85 წლის ასაკში.

image


2021 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები იხილეთ ამ ბმულზე

1
1179
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1179
  
2022, 31 დეკემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1