საზოგადოება ვინ დავკარგეთ 2022 წელს? - გასულ წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები 2022, 31 დეკემბერი, 14:30 ![]() მიიწურა მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დავკარგეთ 2022 წელს. ნიკა ქაცარიძე - ქართველი მსახიობი, გარდაიცვალა 5 იანვარს, 43 წლის ასაკში. მაყურებელი იცნობდა სერიალებიდან "ცხელი ძაღლი". "შუა ქალაქი" და "ჩემი ცოლის დაქალები". ![]() რეზო ამაშუკელი - თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968)გარდაიცვალა 10 იანვარს 85 წლის ასაკში. ![]() ![]() ![]() ლომერ ახვლედიანი - ქართველი კინოოპერატორი. გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.საქართველოს სახალხო არტისტი.გარდაიცვალა 11 თებერვალს 87 წლის ასაკში. ![]() ელგუჯა (გუჯა) ბურდული - ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზე“. თბილისის საპატიო მოქალაქე, გარდაიცვალა 5 მარტს 80 წლის. ![]() დილარ ივარდავა - პოეტი და მთარგმნელი მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.დავით აღმასენებლის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 26 მარტს 81 წლის. ![]() ![]() ლექსო თორაძე - ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ვაჟიშვილი.1983 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.გარდაიცვალა 11 მაისს 69 წლის ასაკში. ![]() შუქია აფრიდონიძე — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. ღირსების ორდენის კავალერი (2018).გარდაიცვალა 28 მაისს 82 წლის ასაკში. ![]() თემურ ჩხეიძე - ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე, თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.გადაღებულია ფილმებში "ამაღლება“ (1977) და „მშობლიურო ჩემო მიწავ!"(1980)გარდაიცვალა 5 ივნისს 78 წლის ასაკში. ![]() ![]() ![]() მიხეილ გომიაშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, ნათამაშები აქვს 20-ზე მეტ ფილმში და სერიალში, მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. გარდაიცვალა 12 სექტემებერს, 61 წლის ასაკში. ![]() ლია მიქაძე - საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი. 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე იხილა. მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა. გარდაიცვალა 10 ნოემბერს 86 წლის ასაკში. ![]() ზურაბ კიკნაძე - ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო.ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია.გარდაიცვალა 23 ნოემბერს 89 წლის ასაკში. ![]() ![]() ვლადიმერ ბარქაია - ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959). 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.გარდაიცვალა 30 დეკემბერს 85 წლის ასაკში. ![]() 2021 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები იხილეთ ამ ბმულზე 1191 2-ს მოსწონს
|