x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ორგაზმის გარეშე ქორწინება დასრულებულია-ვიკინგების სექსუალური ტრადიციები
image

ვიკინგების ეპოქამ ღრმა კვალი დატოვა ისტორიაში. მათმა მითოლოგიამ გავლენა მოახდინა ფენტეზის ესთეტიკაზე, პოპულარული სერიალების თემატიკაზე, სადაც ბრუტალური მეომრების სასტიკი სცენებია ასახული.

მიიჩნევენ, რომ კომპასი ჩინელებზე ადრე ვიკინგებმა გამოიგონეს, ამერიკის კონტინენტს კოლუმბამდე ბევრად ადრე სტუმრობდნენ, სავარცხელიც მათი გამოგონილია, რადგან პირქუში სკანდინავიელები მოდის მიმდევრებიც იყვნენ. ვიკინგების სექსუალური ცხოვრებაც ძალზე საინტერესო და განსხავავებული იყო.



არ არის ორგაზმი? - ქორწინება დასრულებულია




ვიკინგები ქორწინების და სექსის ინსტიტუტს ძალზე სერიოზულად უდგებოდნენ. ქორწინდებოდნენ არა ერთხელ და სამუდამოდაც, მაგრამ გაყრისთვის საპატიო მიზეზი არსებობდა.


ქალს შეეძლო განქორწინება მოეთხოვა, თუ მისი პარტნიორი სუსტი იყო საწოლში, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:არ იჩენდა ინიციატივას და არ შეეძლო შეძლო მისი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამ დროს საზოგადოება მთლიანად ქალის მხარეს იყო.


განქორწინება ეტაპობრივი იყო: პირველი პროცედურა საქორწინო სარეცელთან ხდებოდა, შემდეგ სახლის შესასვლელთან, შემდეგ კი "ტინგის" კრებაზე უამრავი მოწმის თანდასწრებით, რა დროსაც დარცხვენილი ქმარი თავჩაქინდრული იდგა, - საყვარელი ქალის დაუკმაყოფილება ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლებოდა . რა თქმა უნდა, მამაკაცებსაც შეეძლოთ იგივე პრეტენზია ჰქონდეთ თავიანთ მეორე ნახევრებზე.


VIII-IX საუკუნეებში ვიკინგები აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ, რა დროსაც, მათი მოსახლეობა გაიზარდა. მალევე დაადგინეს, რომ კაცები ქალებზე მეტნი იყვნენ. ამის შემდეგ გადაწყდა ქალების შემოყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მაგალითად, ბრიტანეთის კუნძულებიდან. განსაკუთრებით ბევრი, კელტი ქალები შემოიყვანეს.

image

ვიკინგები არა მარტო ქორწინდნენ უცხოეთიდან შემოყვანილ ქალებზე, არამედ ისინი უმაღლესი კასტის-იარლების( თავადაზნაურობა) მძევლებიც ხდებოდნენ. უცხოელთა თავდაპირველი ფუნქცია იყო მათი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ეს ქალები ოჯახური კერას მფარველებად იქცნენ და ადმინისტრაციულ საქმიანობებს ეწეოდნენ.



ქალი უპირატესობას ასაკიან მამაკაცს ანიჭებს


გოგონას, (თუ ის მონა არ იყო), მამაკაცის არჩევანის უფლება ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ხშირად იგი საზოგადოებაში დამტკიცებულ სტანდარტებს მიჰყვებოდა. ითვლებოდა, რომ ახალგაზრდასა და ხანდაზმულ ადამიანს შორის უმჯობესია აირჩიოს მეორე ვარიანტი, რადგან ასეთი ადამიანი ბევრად უფრო გამოცდილია და ცხოვრების შესახებ ბევრი რამ იცის. როგორც ერთი საგა მოგვითხრობს, როდესაც დედოფალ ინგიბიორგს ახალგაზრდა კონუნგ ოლავს და ხანდაზმულ კონუნგ გეთრიკს შორის არჩევანი უნდა გეკეთებინა.


ქალმა უპირატესობა მიანიჭა მოხუცს- მამაკაცები მხატვრულად ხეებს შეადარა, ოლავმა ახლახანს გაშალა გაზაფხულის ფოთლები, ხოლო გეთრიკი უკვე შესანიშნავ ნაყოფს იძლეოდა. ახალგაზრდასთან ერთად მას გაურკვეველი მომავალი ელოდა, მაგრამ ხანდაზმულთან ყველაფერი ნათელი და გარკვეული იყო. პარტნიორის არჩევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ზრდასრულ მამაკაცთა დიდი სექსუალური გამოცდილება.


ხმალი -სარეცელის გამყოფი



თუ ქმარი სხვადასხვა მიზეზების გამო შორეულ ლაშქრობებში ვერ ახლდა ცოლს, მაშინ იგი ამ მისიას ახლო მეგობარს ანდობდა. იყო დაუწერელი კანონი: თუ ცოლი და მეგობარი, ლაშქრობაში ერთად იმყოფებიან და გვერდიგვერდ იძინებენ, მათ შუაში უნდა ჩაედოთ ხმალი, რომელიც ყველა სიტყვაზე და პირობაზე უკეთესად ერთგულებას შეახსენებდა.

image

"უხუცეს ედდაში" მოთხრობილა პიკაპის ოსტატის, სიგურდას შესახებ, რომელიც, იმისათვის, რომ თავისი მეგობარი დაააქორწინოს ჯიუტ ბრუნჰილდაზე, მიიღო მისი გარეგნობა და მოხიბლა გოგონა. მაგრამ მან რვა ღამე უნდა გაატაროს მასთან. იმისთვის, რომ ცდუნებაში არ ჩავარდნილიყვნენ, მან მიმართა გამოცდილ და ჭეშმარიტ მეთოდს, შიშველი ხმალი ჩადო საწოლს შუა. შუა საუკუნეების რომანის გმირებმა- ტრისტანმა და იზოლდამ ასევე გამოიყენეს ხმალი თავიანთი უმწიკვლობის შესანარჩუნებლად. ითვლება, რომ მშვენიერი ლედის კულტი სწორედ ვიკინგებიდან მოდის.




ვაგინას და პენისს გაურბის


არც თუ იშვიათი იყო შემთხვევები, როდესაც პატარძალი ან სასიძო საქორწინო ცერემონიის დროს გარბოდნენ. ასეთ კაცზე ამბობდნენ, რომ ის "საშოს გაურბის", ხოლო ქალზე-"პენისს გაურბის". ასეთ დროს საუკეთესო შემთხვევაში, დიდი ჯარიმა იყო დაწებული, უარეს შემთხვევაში - საზოგადოებიდან გაძევება. ყოველ შემთხვევაში, ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალად ითვლებოდა და რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა, მით უკეთესი. თუ სამ დღეზე ნაკლები იყო ზეიმი, ასეთი ქორწილი "სუსტი" იყო. ხალხს ჩირაღდნით ხელში ახალგაზრდები საქორწინო სარცელთან მიჰყავდა. ქალღმერთი ვარი ახალდაქორწინებულთა მფარველად ითვლებოდა, ხოლო ფრეირას და ფრეირის ღვთიური წყვილი სიყვარულის და ქორწინების საკითხებს განაგებდა. პატარძლის წვივებზე ჩვეულებრივ გამოსახული ტორ მიოლნირის ჩაქუჩი.




თუ გიყვარს გაარტყი სახეში ყვავილები



განსაკუთრებით ეგზოტიკური მოგეჩვენებათ, თუ როგორ მიანიშნებდნენ სკანდინავიელი მამაკაცები თავიანთი გრძნობების შესახებ .

კაცი ულამაზეს ვარდის თაიგულს, სასურველ ქალს სახეში ურტყამდა, შემდეგ ელოდებოდა საპასუხო ანალოგიურ პასუხს.




ქალებისთვის, გატაცების ობიექტი არც ისე რადიკალური იყო - საკმარისი იყო საყვარელი მამაკაცისთვის პერანგის შეკერვა. თუ იგი საჩუქარს მიიღებდა, ამის შემდეგ ქალს ეპატიჟებოდა და თავს კალთაში ჩაადებინებდა, თან ერთმანეთს კოცნიდნენ.

image

პირიქითაც იყო, მამაკაცს თუ სერიოზული გრძნობები ამოძრავებდა ქალის მიმართ, მის კალთაში დებდა თავს. თუ ქალიც განიცდიდა მამაკცის მიმართ გრძნობებს, ნაზად იწყებდა თმის დავარცხნას, ეს რიტუალი ვიკინგებს შორის ძალიან ინტიმურად ითვლებოდა.


ცოლი და საყვარელი ერთი ჭერქვეშ


სიძვას, შემთხვევით კავშირებს, საზოგადოება გმობდა. თუმცა, ვიკინგებს ჰქონდათ უფლება მიეყვანათ სახლში საყვარელი და დაეთმოთ მისთვის ოთახიც. ხშირად, მეომრებს მორიგი სამხედრო ლაშქრობიდან მოჰყავდა ტყვე ქალები, ან მონების ბაზარზე ყიდულობდნენ, ან თუნდაც ღატაკი ოჯახიდან მოჰყავდათ .

image

საყვარელი ცოლის თანაბარი ვერასდროს იქნებოდა, იგი არ იწვევდა ცოლის მხრიდან ეჭვიანობას, რადგან მას არ ჰქონდა არავითარი სამართლებლივი უფლებები.

ცოლი იყო სახლის სრულუფლებიანი განმკარგავი, ხოლო მეუღლის საყვარელი მხოლოდ მისი "ეპარქიის" შემადგენელი ნაწილი იყო .


მონა-საყვარლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლდათ კაცთან ერთად ლაშქრობაში წასვლა. სანამ ცოლი ინახავდა კერიას და ზრდიდა შვილებს, საყვარელი აკმაყოფილებდა მეომრის სექსუალურ მოთხოვნებს.


სექსუალური განათლება ბავშვობიდანვე


ინტიმური ცხოვრება არ იყო ტაბუდადებული თემა და უკვე 4-5 წლის ბავშვებს უხსნიდნენ, თუ როგორ უყვართ მამაკაცს და ქალს ერთმანეთი. ხოლო ათი წლის ასაკის ბავშვებს უხსნიდნენ თუ რა არის მასტურბაცია და ორგაზმი, რომ ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსით და რომანტიკა და ურთიერთლტოლვა არის "ვეშაპი", რომელზედაც მამაკაცისა და ქალის კავშირია გამნყარებული.

image

ეს ტრადიცია, მცირეოდენი სახელცვლილებით სხვათა შორის დღემდე შენარჩუნდა სკანდინავიურ ქვეყნებში და გახდა მენტალობის შემადგენლობის ნაწილი. ბავშვებს ეუბნებიან, ვინ არის პედოფილები და როგორ უნდა აიცილონ ისინი თავიდან, სკოლის მოწაფეებს უხსნიან, რა არის პორნოგრაფია, პროსტიტუცია და კონტრაცეფციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრებიან.


ქალების სექს-აჯანყებები


იმისდა მიუხედავად, რომ თითქოს ერთი შეხედვით სკანდინავიურ სამყაროში თანასწორობა სუფევდა ქალსა და მამაკაცს შორის, იგი მაინც პატრიარქატული იყო .
ქალს ბრძოლაში მონაწილეობა არ შეეძლო, (იმისდა მიუხედავად, რომ ზოგი ლეგენდა სხვაგვარად მოგვითხრობს), კაც – მეომარს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდა. თუ ცოლს ღალატში გამოიჭერა, შეეძლო მოეკლა, როგორც ცოლი, ისე მისი საყვარელი.
image
ქალის კრიტიკულ დღეებს ბნელ ძალებთან აკავშირდებდნენ. ხშირად ქალები, მონა საყვარლებთან ერთად ერთიანდებოდნენ და უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ. ჰქონდათ საკუთარი მოთხოვნები. სხვათა შორის, ხშირად დათმობაზე მიდიოდნენ
0
2021
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2021
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0