x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვინ დავკარგეთ 2021 წელს? - გასულ წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
imageმიიწურა 2021 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დავკარგეთ მიმდინარე წელს.



1-თეიმურაზ წიკლაური-მომღერალი და მსახიობი, ანსამბლის „ივერია“ სოლისტი, გარდაიცვალა 1 თებერვალს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 75 წლის ასაკში.საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. 2014 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


image




2-ზურა დოიჯაშვილი-მომღერალი, გარდაიცვალა 13 თებერვალს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში, მსმენელს შეაყვარა თავი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "მელიქიშვილის გამზირი, "მარტი" "ვერ აგისრულე(ლელა წურწუმიასთან ერთად) და სხვა.



image



3-ანზორ ერქომაიშვილი-მუსიკოსი, ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ "რუსთავის" და " მართვეს ხელმძღვანელი".გარდაიცვალა 31 მარტს 80 წლის ასაკში კორონავირუსიგან.დაკრძალულია მთაწმინდაზე.

image



4-გურამ დოჩანაშვილი-მწერალი, კლასიკად ქცეული ნაწარმოებების ავტორი:"სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება " და სხვა.გარდაიცვალა 3 აპრილს 82 წლის ასაკში, დაკრძალულია საბურთალოს სასაფალოზე შვილის გვერდით.

საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

image



5-ზურან რთველიაშვილი-პოეტი, მულტიმედია არტისტი და აქტივისტი.

2018 წლის „საბას“ დაჯილდოებაზე მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში გაიმარჯვა.გარდაიცვალა 20 აპრილს 54 წლის ასაკში, პოეტი ინკოლოგიურ სენს ებრძოდა.

image






6-კახი კავსაძე-ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია.ამის გარდა ნათამაშები აქვს 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე თუ სრულმეტრაჟიან ფილმში.მრავალი დასამახსოვრებელი როლით. საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.გარდაიცვალა 27 აპრილს 85 წლის ასაკში პოსტკოვიდისგან გამოწვეული გართულებების შედეგად.


image





7-რამაზ(ბუბა) ხოტივარი-კინორეჟისორი, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა", გარდაიცვალა 7 მაისს 74 წლის ასაკში.

image




8-მარი ჯანაშია-თეატრის და კინოს მსახიობი, რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, აგრეთვე ითამაშა 16 მხატვრულ ფილმში.გარდაიცვალა 27 მაისს 71 წლის ასაკში.დაკრძალულია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

image




9-ჯარჯი ფხოველი-(დავით ციგროშვილი)-პოეტი, ჯარჯი ფხოველს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე. მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია.გარდაიცვალა 27 მაისს 77 წლის ასაკში.



image




10-რეზო გაბრიაძე-მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და მოქანდაკე.მონაწილეობდა 35 ფილმის შემქნაში, 1981 წელს დაარსა თბილისის მარიონეტების თეატრი.

რეზო გაბრიაძე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, და ცარსკოე სელოს პრემიისა.დაჯილდოებულია საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.გარდაიცვალა 6 ივნისს 84 წლის ასაკში.

image




11-გივი ალხაზიშვილი-პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებული და რომანები.1998 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია.გარდაიცვალა 4 აგვისტოს 77 წლის ასაკში.

image



12-თამაზ კვაჭანტირაძე-ფილოლოგი, ენათმეცნიერი და ტელეწამყვანი.ყოფილი განათლების მინისტრი.იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 15 აგვისტოს 81 წლის ასაკში.

image




13-ამირან ქადეიშვილი-მსახიობი ლეგენდარული "ხირხალა" ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა".1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე.1970 წლიდან იღებენ ფილმებში, ნათამაშევი აქვს 20-მდე მხატვრულ ფილმში.საქართელოს დამსახურებული არტისტი.გარდაიცვალა 6 ოქტომბერს 85 წლის ასაკში.


image


14-გელა ჩარკვიანი-დიპლომატი, პუბლიცისტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, პედაგოგი,

საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.ღირსების და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.გარდაიცვალა 9 ნოემბერს 82 წლის ასაკში.

image



15-ლევან ცუცქირიძე-ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი .

ლევან ცუცქირიძე არის ილუსტრატორი წიგნებისა: „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“ (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, „ფაუსტი“ (გოეთე) და სხვ.ცუცქირიძეს მოხატულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.გარდაიცვალა 17 ნოემბერს 95 წლის ასაკში.

image



16-ჯემალ ჭკუასელი-მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი (1995). გარდაიცვალა 17 დეკემბერს პარკინსონის დაავადებისაგან გამოწვეული გართულების შედეგად 86 წლის ასაკში.

image


2020 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები იხილეთ ამ ბმულზე

0
628
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0