x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როდის და რისთვის არის საჭირო უძრავი ქონების ექსპერტი?
image

უძრავი ქონების როგორც ყიდვა, ასევე გაყიდვა საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული. გარდა იმისა რომ დამღლელი პროცესია, დიდ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა უკმაყოფილო დატოვოს გარიგების რომელიმე მხარე.


უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვისას წამგებიან პოზიციაში რომ არ აღმოჩნდეთ, იპოვოთ ზუსტად ისეთი სახლი, ბინა, აგარაკი, იმ ფასში, რაც წინასწარ გქონდათ განსაზღვრული, ან გაყიდოთ ქონება თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით - უმჯობესია, ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ. ესენი კი არიან "არეა"-ს უძრავი ქონების ექსპერტები დიდი გამოცდილებითა და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით.


ვინ არიან area.ge-ს უძრავი ქონების ექსპერტები?



area.ge-ს უძრავი ქონების ექსპერტების გუნდი დაკომპლექტებულია სამი ძირითადი მიმართულების პროფესიონალებისგან. ეს მიმართულებებია: საცხოვრებელი უძრავი ქონება, კომერციული-საოფისე და საინვესტიციო ქონება. ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილებით და მომსახურების მაღალი ხარისხით თქვენ შეძლებთ სასურველი შედეგის სწრაფად მიღებას.


თუ დაკავებული ხართ და ვერ იცლით სასურველი ქონების მოსაძებნად, ან სახლის, ოფისის, თუ აგარაკის გასაყიდად, რომელსაც საიტზე განთავსებამდე მოწესრიგება, ფოტოების გადაღება და სხვა მრავალი პროცედურა სჭირდება, მაშინ დროა, ისარგებლოთ "არეა"-ს უძრავი ქონების ექსპერტთა მომსახურებით.


უძრავი ქონების გაყიდვის მსურველებს area.ge-ს ექსპერტები გაგიწევენ დახმარებას ყველა ეტაპზე. პირველი და აუცილებელი ნაბიჯი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენაა, რომელსაც პროფესიონალთა გუნდის დახმარებით უნაკლოდ შეასრულებენ, ფასის დადგენის შემდეგ განსაზღვრავენ მომხმარებელთა წრეს, რომელთაც წარუდგენენ ქონებას, ჩაუტარებენ პრეზენტაციებს და მკაფიოდ დაანახებენ ქონების უპირატესობებს.


გარდა ამისა, area.ge-ს უძრავი ქონების ექსპერტები უზრუნველყოფენ თქვენი ქონების პროფესიონალურ ფოტოგადაღებას, განცხადების განთავსებას "არეა"-ს პლატფორმაზე, რომელსაც ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი სტუმრობს, რაც არის რეალური შანსი ქონების დროულად გაყიდვისა. ამასთან ერთად, "არეა"-ს ექსპერტები გაუწევენ რეკლამირებას თქვენს ქონებას სოციალურ ქსელებში, ანუ სივრცეში, სადაც თანამედროვე ადამიანები თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებენ და იღებენ ინფორმაციას, რაც ერთიორად გაზრდის გარიგების წარმატებით დასრულების შანსს. დასკვნით ეტაპზე კი ჩაერთვებიან საბანკო პროცედურებსა და გადაფორმების პროცესში.


თუ ბინის, თუ სხვა ტიპის ქონების შეძენა გსურთ, ამ შემთხვევაშიც გაგიწევთ ექსპერტი დახმარებას. მოიძიებს თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ქონებას და შემოგთავაზებთ საუკეთესო ვარიანტებს. გაგიწევთ სრულ კონსულტაციას სასურველი ქონების მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ. ჩაერთვება საბანკო პროცედურების უპრობლემოდ დასრულებასა და ქონების საბოლოო გაფორმებაში.


ექსპერტების დახმარებით მომხმარებელი ქონების შესახებ კონსულტაციას მიიღებს ნებისმიერ დროს, ხოლო ყიდვა - გაყიდვასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეული იქნება გამოცდილი ექსპერტების ცოდნა - გამოცდილებით.


"არეა"-ს საიტიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არეას უძრავი ქონების ექსპერტებს და მიანდოთ ქონების ყიდვა - გაყიდვის საკითხი.


R







0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0