თევზეული შემწვარი ორაგული ჰარისას სოუსით: მეგობრის საფირმო რეცეპტი, რომელიც გამიზიარა 2022, 26 დეკემბერი, 19:49 ჩემს მეგობარს სხვადასხვა კერძებით ექსპერიმენტები ძალიან უყვარს, ამიტომ ორიგინალურ რეცეპტებზე ხშირად მიყვება. ჰარისას სოუსში ორაგულის მომზადება ერთ-ერთი მისი რეცეპტია. კერძის მომზადება მარტივია, თან ყოველთვის იდეალური გამოდის.
აუცილებელი ინგრედიენტები:
მომზადება: 1. ღუმელი 135 გრადუსამდე გააცხელეთ. 2. ზეითუნის ზეთი, ჰარისას სოუსი და ნიორი აურიეთ. ნარევის ნახევარი ფორმაში ჩაასხით. ლიმონის ნახევარი თხლად დაჭერით და თესლი მოაშორეთ. ლიმონის ნაჭრები ფორმაში მოათავსეთ. 3. ორაგულს ყველა მხრიდან მარილი მოაყარეთ და თევზის ნაჭრები ფორმაში ჩააწყვეთ. დარჩენილი სოუსი ორაგულს ზემოდან მოასხით და თანაბრად გადაანაწილეთ. 4. თევზი ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. შემდეგ ღუმელიდან გამოიღეთ, თევზს კვლავ ჰარისა წაუსვით. ისევ ღუმელში დააბრუნეთ, სანამ თევზის რბილობი სრულად არ გამოცხვება. 5. ორაგული ჩანგლით პატარა ნაჭრებად დაყავით. თეფშზე ლიმონი და თევზი მოათავსეთ, ზემოდან დარჩენილი ჰარისა და ლიმონის წვენი მოასხით და ცოტა მწვანილით მორთეთ. ჰარისას შექმნა ჰარისას მომზადება საკმაოდ მარტივია. 50 გრ ძირას თესლი, ნიორის თავი, 1 კგ ახალი ჩილეს წიწაკა, ზეითუნის ზეთი და მარილი დაგჭირდებათ. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ, ჩილეს წიწაკას ცოტა ზეთი მოასხით და 40 წუთით აცხვეთ. მზა წიწაკა გააგრილეთ, შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით, რომელიც პიურეს მსგავსი იქნება. ნიორი წვრილად დაჭერით და წიწაკას აურიეთ. ძირას თესლი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ჰარისა მზადაა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ბიუჯეტური თევზის კოტლეტები, რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია 2. სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება 3. როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი 4. კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი: ნოყიერი კერძი ხორცის გარეშე 5. ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი 6. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში 58 შეფასება არ არის
|