x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წინასწარ გიბარებთ, საჯაროდ ლაპარაკი არ გაბედოთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შარდიდან ნიმუშების აღების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"სააკაშვილის შარდზე მესმის ახლა მეორე ოთახში ჩართული ტელევიზორიდან … (სულ რომ გავგიჟდე - შეურაცხადი გავხდე, წინასწარ გიბარებთ, რომ არავინ ჩემს შარდზე საჯაროდ ლაპარაკი არ გაბედოთ) ძაან ვბრაზობ ამ საგიჟეთზე. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი უჭირავს სააკაშვილის შარდს, ფრჩხილებს და თმას?"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებელი არასწორ ქმედებებში მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ამხილა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან საგანგებოდ "ვივა მედში" მივლენილმა გამომძიებელმა სააკაშვილს ნიმუშები სისხლიდან და შარდიდან აუღო. მისი თქმით, ეს არის მეთოდი, რომელიც თავის დროზე გერმანელმა ექსპერტებმა გამოიყენეს, თუმცა მაშინ მოწამვლა ვერ დადგინდა. განსხვავებით ამერიკელი ტოქსიკოლოგებისგან, რომლებმაც ნიმუშები თმის ღერიდან და ფრჩხილიდან აიღეს. ამ დასკვნით კი დადგენილია, რომ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს.


"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღებულ იქნა საექსპერტო ნიმუშები. აღებული იქნა სისხლის ანალიზი და შარდის ანალიზი. გაეროს და ჯანმოს პროტოკოლებით, სისხლით და შარდით ხერხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები. ამერიკელმა ექსპერტმა მერე ამაზე გასცა სათანადო დასკვნა.


ახლა ამის საწინააღმდეგო არგუმენტად, იმისთვის, რომ პიარი ატყდეს, პიარის ელემენტებს შეიცავს და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მაინც იქნა აღებული კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით სისხლის ანალიზი.


როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას ფაქტობრივად არაფრისმთქმელი დოკუმენტი, რომ სააკაშვილის სისხლში არ აღმოჩნდეს მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს გამოძიება. უკვე წინასწარ ვიცი, რა იქნება პასუხი. ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება და ჩვენ ამაზე სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ". - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ





0
388
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
388