x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თბილისელი ვაკელები სანამ არ მიხვდებიან, რომ სახლისოდენა ჯიპით არ უნდა იარო, ეს მარაზმი არ დამთავრდება" - დათო გამცემლიძე

image

სოციალური ქსელის მომხმარებელი დათო გამცემლიძე თბილისში გაუსაძლის საცობებს ეხმაურება, რა დროსაც ავტომფლობელებს საათობით უწევთ დგომა, განსაკუთრებით დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მაგალითად ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი მოჰყავს:


"როგორც არ უნდა გაბრაზდეთ:
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ლონდონის `ვაკეში`, ანუ ლონდონის ცენტრში მანქანით გადაადგილება ფასიანია. მათ შორის თვით ლონდონელი `ვაკელებისთვისაც` და `City of Westminster` -ის გარეთ ვინც ცხოვრობს ხომ მით უმეტეს: `ვაკეში` შესვლის დროსაც გაფიქსირებს კამერა და გასვლის დროსაც.
რაც მეტ ხანს დაჰყოფ `ვაკეში`, მით მეტი მოგივა გადასახადი.
სადაც არ უნდა გააჩერო ლონდონის `ვაკეში` მანქანა, იმოდენა გადასახადი მოდის, დაფიქრდები მეორედ.
და ეს ყოველივე კეთდება სპეციალურად - არა იმიტომ, რომ ლონდონის ბიუჯეტს რაიმე აკლია.
ამიტომ ლონდონელი `ვაკელები` საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში მეტროთი გადაადგილებას არჩევენ.
ოღონდ მეტრო იქ ღირს არა 40 თეთრი, არამედ 4 ლარი ერთი გზა და ზოგჯერ მეტიც.
შესაბამისად, იქაური ვაკელები პურის საყიდლად და ბოი-ფრენდთან ხშირად უბრალოდ ფეხით დადიან.
არ არის დიდი გზა.
ხოლო თბილისელი ვაკელები სანამ არ მიხვდებიან, რომ ორივე დანიშნულებით სახლისოდენა ჯიპით არ უნდა იარო, ეს მარაზმი არ დამთავრდება და დოჩანაშვილის არ იყოს იძახეთ ახლა `რატომ" - წერს დათო გამცემლიძე.
3
504
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
504
  
2022, 25 დეკემბერი, 12:45
საცობების წარმოქნის ერთი მიზეზი,ადამიანების შეუგნებლობა და ვითომ საქმიანის იმიჯის შექმნა,ყველა რო სახლიდან გამოდის ერთ დროს. მაგალითად,თუ 9 საათზე უნდა იყვნენ სკოლაში,უნივერსიტეტში ან სამსახურში,ყველა გამოდის 10 წუთით ადრე და არის საცობი,არის გადატვირთული საზ. ტრანსპორტი. იმის ადმინსტრირებას ვერ მოახერხებ რო ნაკადი გადაანაწილო სწორად,მაგრამ ის ხო შეგვიძლია რო 20 წუთით ადრე გამოვიდეთ და არ ვიჩქაროთ ან თუ 10 წუთში მიდიხარ დანიშნულების ადგილზე,მაშინ ფეხით 20-30 წუთი დაგჭირდეს. რას უნდა აძლევდეს ნახევარი საათით მეტი ძილი ადამიანს ისეთს,რომ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავდეთ? არადა ნათქვამია რო ადრე გაღვიძებულს მწევარი ვერ ეწევა და კარგიც არის ადრე გაღვიძება. უფრო შემართებული ხარ,უფრო ფხიზელი და უფრო ხარისხიანად გააკეთებ საქმეს. ნახევრად მძინარენი მიდიან ბავშვები სკოლაში და დიდები სამსახურში,ხოდა იმიტომაც არის საქმე ნახევრად გაკეთებული.
2022, 25 დეკემბერი, 12:35
რითი მჯობია ის ვაკელი თუ დოლიძელი,რომელიც სახლისოდენა მანქანით დადის? ჩემი აზრით,არც არაფრით და ვერც ვერასოდეს მაჯობებს,ნუ ფულის შოვნის არაკეთილსინდისიერი ხერხების მოფიქრებით ალბათ,მაგრამ მაინც ერთ ნავში ვსხედვართ ყველა. დაბინძურებული ჰაერი მეც მომკლავს და იმ მანქანის პარტონსაც, და როგორც ცნობილია,სახლის ოდენა ჯიპს არავის აყოლებენ ორი ორზე გაჭრილ მიწაში. განსხვავება ის არის,რომ მე დამნაშავე არ ვიქნები ვიღაცის მოკვდინებაში.
2022, 25 დეკემბერი, 12:29
სწორია ეს კაცი,მიყვარს სწორად მოაზროვნე ხალხი და მალადეც. მოყვანილი მიზეზების გარდა ბევრი მიზეზია კიდევ,რატომაც ეს მარაზმი ხდება. ერთერთი მიზეზი არის გაუნათლებლობა,ამ ქვეყნის შეძლებული მაცხოვრებელების დიდი უმრავლესობა უბრალოდ გაუნათლებელია და ქართულ ჯიგრულ პონტში იშოვეს ფული(ცეხავიკობით) და შესაბამისად,სახლისოდენა ჯიპებით სიარული ეამაყებათ,რაც დაბალ ინტელექტზე მეტყველებს. არც ნაკლებად შეძლებულნი გამოირჩევიან ინტელექტით,მანქანის ქონა დიდი ამბავი გონიათ და სულ რო 100 მეტრზე ქონდეს საქმე,მაინც მანქანით მიდიან. საცობს საცობად ხო ქმნიან და გარემოსაც აბინძურებენ თავისი ძველი,კარგად შერემონტებული მანქანით. თან იმდენი ჭკუაც არ ყოფნით რო დაფიქრდნენ,თავის თავს უჩალიჩებენ და ისინიც სუნთქავენ იმ ჰაერს,რასაც ყველა.ამიტომაც არის თბილისი ერთერთი ყველაზე ბინძური ქალაქი. არ არის თბილისი ისეთი ქალაქი და იმ სიდიდის რო საზ.ტრანსპორტით ან ფეხით ვერ შეძლო საქმის გაკეთება. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი თბილისის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გავდიოდი დღეში ორჯერ და ამაში მეხარჯებოდა 40 წუთი ერთი გზა. ვიყენებდი,ხან ავტობუსს ან სამარშუტოს და მეტროს,არ მახსოვს რო დამეგვიანოს ან ლექციაზე ან გამოცდაზე. ცხრა საათზე თუ მქონდა ლექცია რვისნახევარზე ვდგებოდი და რვა საათზე გავდიოდი სახლიდან. არაფერი დამკლებია ამით და არც არავის დააკლდება.რანაირი საზოგადოება არის ის საზოგადოება,რომელსაც ხვეწნა მუდარა სჭირდება იმაზე,რომ საკუთარი და თავისი შვილების ჯამრთელობაზე იფიქროს. არასოდეს ვყიფილვარ მწვანეების მომხრე და არც მომავალში ვაპირებ,თხემით ტერფამდე ლიბერტარიანელი ვარ და მხოლოდ ვცნობ,ჩემს უფლებას და ჩემს პასუხიმგებლობას. ქალაქი რო არ უნდა დავაბინძური და სხვას არ გაუჩალიჩო ამას თქმა რატო სჭირდება,სასწრაფო რო საცობში არ უნდა გაჭედო რად უნდა ვიღაცის მოწოდება? იმას კი არ ითხოვენ რო ვიყოთ პასუხიმგებლიანები და სამაგალითონი ერთმანეთის მიმართ,მერიას მოუწოდებენ ახალი ბეტონის კონსტრუქციები დაყაროს ქალაქში,მწვანე ადგილები გაჩეხონ და იქ გმირთა მოედნის დახლართულობის მსგავი სიმახინჯე გააკეთოს.
0 1 3