x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 ქვეყანა,რომლის მაცხოვრებლებმა არ იციან რა არის ომი
image


7. ისლანდია-ამ ქვეყნით ვიწყებთ ყველაზე მშვიდობიანი სახელმწიფოების ჩამონათვალს. ათასწლოვანი ისტორიის მიუხედავად, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1944 წელს მოიპოვა. მას შემდეგ ქვეყანას არ ჰყავს ჯარი, საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები. ერთადერთი შეიარაღებული ძალები სამხედრო სანაპირო დაცვაა. ისლანდია არასოდეს ჩართულა ომში, არასოდეს გამოუცხადებია ომი სხვა სახელმწიფოსთვის. დღეს ის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.



6.მალტა-ხმელთაშუა ზღვის თბილი წყლების არქიპელაგზე განლაგებული ჯუჯა სახელმწიფო ევროპის, აფრიკისა და აზიისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარშრუტების ცენტრშია. დიდი ხნის განმავლობაში მალტა გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის ხელში, სანამ არ გახდა დიდი ბრიტანეთის ნაწილი. 1964 წელს მალტელებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა, 1974 წლისთვის კი მოახერხეს ბრიტანეთის ყველა საზღვაო ბაზის მოშორება. კუნძულზე არსებული შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ნარკოდილერებთან, ტერორისტებთან, არალეგალურ მიგრანტებთან და ბრაკონიერებთან ბრძოლაში და მონაწილეობენ საზღვაო სამაშველო ოპერაციებში.


5. სეიშელის კუნძულები-სეიშელის კუნძულები 115 კუნძულისგან შემდგარი ჯგუფია აფრიკის სანაპიროზე. რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1976 წელს მოიპოვა და მას შემდეგ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იყო საბაბი. მაგრამ იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერი მშვიდადაა, ტყუილი იქნება: სეიშელის კუნძულები იტანჯება ბრაკონიერებითა და მეკობრეებით, რის გამოც მშპ ყოველწლიურად 4%-ით მცირდება.



4. ვატიკანი-პატარა სახელმწიფო ვატიკანი 1926 წლიდან არსებობს. იმის გამო, რომ ქვეყანა მდებარეობს იტალიის ცენტრში, ვატიკანი იტალიის დაცვის ქვეშ იმყოფება. ამის მიუხედავად, ვატიკანს ჰყავს "შვეიცარიული გვარდია" - სამხედრო ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია რომის პაპისა და ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე.



3. კოსტა რიკა-ბოლო კონფლიქტი, რომელშიც კოსტა რიკა მონაწილეობდა მე-20 საუკუნის შუა ხანებში დაიწყო. მაშინ სამოქალაქო ომმა 2000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ კოსტა რიკის მაცხოვრებლებში სრული სიმშვიდეა.თან ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას.



2. ლიხტენშტეინი-1868 წელს ლიხტენშტეინის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არ აპირებდა არავისთან ბრძოლას და რომ ჯარის შენარჩუნება უსაფუძვლოდ ძვირი ღირდა. ამიტომ სამხედროები საკუთარ სახლებში გაუშვეს და მას შემდეგ, ლიხტენშტეინის მაცხოვრებლები არ ყოფილან რაიმე კონფლიქტებში ჩართული, თუნდაც ისინი ქვეყნის საზღვრებთან ახლოს ყოფილიყო.


1. შვეიცარია-(მთავარ ფოტოზე)ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ლიდერი, რომელმაც 200 წელია ომი არ იცის რა არის. 1815 წლიდან ქვეყანა აბსოლუტურად ნეიტრალურია, შვეიცარიის საზღვრებთან დაწყებულ ომებშიც კი არ მონაწილეობდა მათი ჯარები. თუმცა იყი ერთი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მოხდა XIX საუკუნის შუა წლებში - ზონდებურგის სამოქალაქო ომი. მიუხედავად ნეიტრალიტეტისა და მშვიდობისა, შვეიცარიელები ლიდერობენ მსოფლიოში იარაღის რაოდენობით: 100 კაცზე 29 ერთეული იარაღი მოდის. ამ მაჩვენებელით მხოლოდ იემენს და შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.


5
364
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
364
  
2023, 13 იანვარი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 10 იანვარი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 31 დეკემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5