x
image
თეონა გორდეზიანი
უნიკალური მიზეზების ჩამონათვალი, რომლის გამოც საქართველო განსაკუთრებული ერია ...
image

1.მსოფლიოში 5000-მდე ერია და 200-მდე სახელმწიფო. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ერი ვართ და სახელმწიფოც გვაქვს.
2. საქართველოში ქრისტეს კვართია.
3. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია. აქედან, ერთ-ერთი ქართულია-ასომთავრული, პირველი - სიძველის მიხედვით.
4. ქართული მწერლობა 15 საუკუნეს ითვლის. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს კლასიკადაა აღიარებული.
5. საქართველო – უძველეს ევროპელთა სამშობლოა. ხვთისშვილთა საცხოვრისია. 3000 ხვთისშვილს 64 ხელმძღვანელი ჰყავდა(ეს ციფრები საკრალურია).
6. საქართველო – ძაფის უძველესი სამშობლოა! დადასტურებულია, რომ 34 ათასი წლის წინათ, დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი!
7. საქართველო – ოქროს წარმოების უძველესი სამშობლოა!
8. საქართველოს მეტალურგიის სამშობლოდ მიიჩნევენ, აქ აღმოჩენილია უძველესი არტეფაქტები. ძველბერძნულ ენაში – პროტოქართველ ხალიბთა (ხალდეველ-ქალდეველთა) ტომის სახელი – „ხალიუფს” ითარგმნება, როგორც -“რკინა”! ანუ სწორედ, პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში…
9. შესაძლებელია, საქართველო თაფლის უძველეს სამშობლოდაც აღიარონ! არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5, 5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი!ეს კი, 2 ათასი წლით ძველი თაფლია, რომელიც ეგვიპტეში, თვით ტუტანხამონის სამარხშია აღმოჩენილი!
10. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წელს “იუნესკომ” კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა. 1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებული “ჩაკრულო”NASA-მ კოსმოსში, მზის სისტემაში გაიგზავნა. მსოფლიო შედვრების 25 სიმღერას შორის იყო ჩაკრულო, საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი. ოქროს დისკზე დატანილია ასევე „დედამიწის ხმები“, (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, ჭექა-ქუხილის ხმა, მისალმება 60 ენაზე და სხვ.)
11. ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართული ქორეოგრაფია მსოფლიოში საუკეთესოდაა მიჩნეული.
12. საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა. საქართველოში ექვსასამდე ყურძნის ჯიშია.საქართველოში აღმოჩენილია 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი, ყურძნის წიპწებით! გაერო-მ (იუნესკო-მ) ქართული ქვევრი და ღვინის წარმოება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!
13. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშისაა.
14.ქართული სამზარეულო აღიარებული და გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით.
15. საქართველოში 1000-ზე მეტი მინერალური წყალია.
16. საქართველოს გარდა, ძნელად დაასახელებთ ქვეყანას, სადაც უდაბნოც, ტროპიკული ტყეც, ზღვისპირეთიც და თოვლიანი მწვერვალებიც იქნება.
17. დედამიწაზე ნიადაგის 47 სახეობაა და აქედან საქართველოშია - 44
18. საქართველო მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის პირველ სამეულშია.
19.ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ "ზე ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა რეიტინგი -მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც ჯერ არ გსმენიათ(იგი შეადგინეს ცნ. მოგზაურებმა სოფი იბოტსენმა და მაქსომ ლოუვერჰორმა) ქალაქ მეროე(სუდანი) ქ. მუშჰედი (ირანი)ვეფხვების ნაკრძალი კანხა(ინდოეთი), კუნძული სოკოტრა (იემენი) კახეთის რეგიონი(საქართველო).
20, ქართული ჩურჩხელა მსოფლიო ტკბილეულთა ათეულშია ( მეშვიდე ადგილზე)
21.თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ძველი, ქართული უნივერსიტეტია ევრაზიის კონტინენტზე.
22. საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას sova.news The Top Tens-ზე დაყრდნობით აქვეყნებს. პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ. ეს რეიტინგი ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს.
23. გასულ წელს, The Top Tens-ის რეიტინგში საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მეთაურების სიის სათავეში მოხვდა. ქართველმა მეფემ ალექსანდრე მაკედონელსაც გაუსწრო.
24. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორეა, ეს მსოფლიო ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა.
25.- საქართველოში, ფლორისმკვლევარების მიერ დადგენილია 4200 სახეობა, ეს ძალიან მაღალი ციფრია.აქედან 22% ენდემია ანუ ისეთი, მარტო აქ, ამ მიწაზე რომ ხარობს!...
2
352
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
352
  
2022, 25 დეკემბერი, 13:08
ხო ღვინოზეც და მევენახეობაზეც ვთქვათ,ისეთი გაპარტახებული მევენახეობა და მეღვინეობა არცერთ ქვეყანაში არ არის.ეს დარგი სულს ღაფავს და სუბსიდირებაზეა ჩამოკიდებული. მაგალითისთვის,ჰექტარი რქაწითელის ჯიშის ვენახის მოსავალი არის 8-10 ტონამდე,ხოლო საქართველოში 20-50 ტონამდე მერყეობს,რაც ხარისხს აგდებს. ეს იცით რისი ბრალია,ფერმერს უხდიან 80 თეთრს და დანახარჯს ვერ იღებს,ამიტომ ზრდის რაოდენობას რო მოგება დარჩეს. თან ამ ტურიზმს აწვება ყველა და სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე დაარქვეს,რაც არის იდიოტობა. ტურიზმი კარგია,მაგრამ დამოკიდებული ხარ სხვაზე,როცა ვიღაცას და არ არის საქართველოსთვის მომგებიანი სფერო. ბერძნები ქართული წარმომავლობის ტომებს გეორგიად მოიხსენიებდნენ,რაც მიწათმოქმედთა ქვეყანას ნიშნავდა და თქვენი აზრით,რატომ იყო ასე? ჩვენ ვართ მიწათმოქმედთა ქვეყანა და არა ტურისტული,შეგვიძლია ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქტები და მოვამარაგოთ სხვა ქვეყნები,ასე ვიშოვოთ ფული. ისეთი დიადაგი არის რო მხოლოდ თესლი რო გადააგდო ის იხარებს და ნაყოფს მოგცემს,ხოდა ტურიზმს რატომ ვაყენებთ პირველ ადგილას? რატო მოვიყვანე ეს მაგალითი,ქართველებს არაფერი არ გაქვს სამაყო დღეს,რადგან დანიშნულება დაკარგული გვაქვს. ის რო იყო მაშინ იყო,დღეს რა ჩემი ფეხები არის?
2022, 25 დეკემბერი, 12:55
და მაინც,ყველაზე თუ არა,ერთერთი ღატაკი ქვეყანა ვართ და ეს კარგია? ქრისტეს კვართი არის და რა მერე? ან 14 ანბანს შორის რო არის ქართული რას გვაძლევს? ჩაკრულო კოსმოსში რო გავუშვით და რა მაგით? უამრავი რესურსის პატრონები ვართ,ადგილმდებარეობაც არ გვაქვს ცუდი და მაინც მშიერი დადის ერი. ისე ამაყობთ ზემოთ ჩამოთვლილით,თითქოს ქრისტეს კვართი თქვენ წამოიღეთ ან ანბანი ფარნავაზმა კი არა თქვენ დაწერეთ,ან სვეტიცხოველი თქვენ ააშენეთ. რისი მაქნისები ვართ ბაგრატის ტაძარს ეტყობა აგერ ქუთაისში. იმ ხალხმა შექმნეს და დატოვეს,ჩვენ რას ვქმნით? პრეზერვატივს თამარის გამოსახულებით ვქმნით ამით უნდა იამაყო თუ იმით რო დახლართული ხიდი ავაგეთ უძველეს უბანში? რა გვაქვს საამაყო ეხლანდელ ქართველებს ეს არის სათქმელი,თორე ფარავაზმა ან შოთამ რა შექმნეს ეგ საამაყო არ არის,თუ განგრძობითობა არ აქვს ამას.
0 1 2