საზოგადოება "დღე არ გადიოდა, არ მეფიქრა იმ დღეზე, როცა შენ ხელბორკილებით გნახავდი ციხის კარებთან" - ნიკოლოზ გაბელაია 2022, 24 დეკემბერი, 10:29 "იმ 7 წლის მანძილზე რაც უმამოდ ვიზრდებოდი, დღე არ გადიოდა არ მეფიქრა იმ დღეზე როცა შენ ხელბორკილებით გნახავდი ციხის კარებთან.... არა ეს ბოღმით ან სიბოროტით გამოწვეული ფიქრი არ ყოფილა. ეს უსამართლობის განცდა იყო. არასდროს დამავიწყდება დანგრეულ სასამართლოს შენობაში რიგში მდგომი ათასობით ადამიანი. თვალცრემლიანი მშობლები თუ ბავშვები რომლებიც საკუთარი ოჯახისწევრების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდნენ... დიახ, ჩვენ იქ ყველამ ვიცოდით რომ პროცესს აუცილებლად წავაგებდით რადგან თქვენი მმართველობის დროს მტყუანი მხოლოდ მსჯავრდებული იყო !!! თქვენ კი მზესავით ნათელნი !!!!! არ დამავიწყდება წვიმასა და ტალახში მდგომი ხალხის მასა !!!! მასა რომელიც იმის მოლოდინში იყო თუ როდის დაიყვირებდა განწირული ხმით მოსამართლის თანაშემწე ამა თუ იმ პატიმრის გვარს !!! ეს გვარები კი ერთმანეთში ირეოდა და მხოლოდ ხმოვნების გამორკვევით ხვდებოდით ვის გვარს ჰყვიროდა ძირითადად ახალგაზრდა, წიკვინა გოგო !!!! იქ არ იყო იმედი !!! იქ მხოლოდ მარცხი იყო და ეს ყველაფერი ხალხის თვალებში ღიად იკითხებოდა !!!!
განაჩენი? განაჩენი ზუსტად ისეთ სიტუაციაში გამოუტანეს მამას როგორი სახელმწიფოც იყო იმ დროს !!!! ოთახი სადაც ცხვრებივით შეგვყარეს ყარდა, ოთახის კუთხეები სულ მთლად გაშავებული იყო წვიმისგან. მოსამართლემ კი ჩაქუჩის ერთი დარტყმით უდიდესი დარტყმა მომაყენა !!! ეს დარტყმ კი 7 წლის მანძილზე ყოველ დღე, უფრო და უფრო ძლიერდებოდა !!!! შემდეგ იყო ციხის ბუნტი და შუაღამით დედაჩემის შეშინებული თვალები. თვალდაუხამხამებლად ვუყურებდით პირდაპირ ეთერს რომელსაც მხოლოდ ერთი ტელევიზია აშუქებდა !!!! არსებული ათეული ტელევიზიებიდან მხოლოდ ერთი !!!!!! და ისიც "კავკასია" რომელიც მხოლოდ თბილისს მოიცავდა !!!!! შემდეგ კი ჩემი აქტიურობის "შედეგად" მამას კიდევ ერთი წელი დაუმატეთ !!! გამოგონილი შეთითხნილი საქმისთვის !!!! ჩემი თინეიჯერობა შენი დამსახურებით მხოლოდ აქციებთან და სასამართლოებთან ასოცირდებოდა !!! ახლა შენი და შენი ოჯახის ჯერია !!!!"-წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გაბელაია.
344 2-ს მოსწონს
|