x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი 1940 წელს აპირებდა დასუსტებულ საბჭოთა კავშირზე თავდასხმას
image

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აპირებდა სსრკ-ზე სამხედრო დარტყმას 1940 წლის გაზაფხულზე.


საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1940 წლის დასაწყისში ფინეთის ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირზე სამხედრო დარტყმა დაგეგმეს. ამის შესახებ ნათქვამია საარქივო დოკუმენტში, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა. მასალა გამოქვეყნებულია ელცინის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

image


საუბარია სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში მიღებულ საიდუმლო დოკუმენტზე, რომელიც შემოსულია ჩინეთიდან . 1940 წლის 4 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის და ინგლისის განზრახვაა გააჭიანურონ საბჭოთა კავშირის -ფინეთის ომი საბჭოთა კავშირის ძალაუფლების შესუსტების მიზნით. ამიტომ დაგეგმილია ფინეთის ტერიტორიიდან სამხედრო დახმარება და დარტყმები.


”ინგლისი და საფრანგეთი ამჟამად ცდილობს გამოიყენონ ფინეთი, როგორც საბაბი სსრკ-ს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, რათა აიძულონ საკუთარი ხალხი მხარი დაუჭირონ თავიანთ მთავრობებს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელი მიმართული იქნება სსრკ-ს წინააღმდეგ. ინგლისს და საფრანგეთს სურთ ომი აწარმოონ სსრკ-ს წინააღმდეგ. ფინეთის ტერიტორიიდან“, - ნათქვამია წერილში.


თუმცა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გეგმები, როგორც ხვდებით, ვეღარ განხორციელდა, რადგან საბჭოთა-ფინეთის ომი სულ მალე დასრულდა- 1940 წლის 13 მარტს.

6
668
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
668
  
2023, 13 იანვარი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 10 იანვარი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 31 დეკემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 დეკემბერი, 16:26
სრული უაზრობა,გერმანიას ნახევარი საფრანგეთი დაპყრობილი ყავდა და ინგლისს ბომბებს აყრიდა თავზე 1940 წელს,რა გამოდის რო ფინეთისთვის და სსრკ დასაბომბად მოიცალეს? საინტერესოა,რომელი უფრო იყო დასუსტებული,სსრკ თუ საფრანგეთ ინგლისი. ეს უკანასკნელი აშშ ეხვეწებოდა დახმარებას და სულს ღაფავდა,ხოლო საფრანგეთის მთავრობა ინგლისში მოსახევად ემზადებოდა. მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის დამსახურება ის იყო რო კაპიტულაცია არ გამოაცხადა და მაგიტომ დაატარებდნენ ჩერჩილს აქეთიქეთ,აშშ ჩართვამ და სტალინგრადის ბრძოლამ გატეხა ჰიტლერი წელში. არა რა,ვიღაცეების ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს,ყველანაირად ცდილობენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. ერთი უკრაინის მხარეს იბრძვის ბრიტანეთი დღეს და ასუსტებს რუსეთს და მეორე,იმ დროებაში ფინეთის მხარდამხარ სსრკს ასუსტებდა.
0 1 6