x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
ყნოსვის ნერვი - N. olfactorius - თავის ტვინის I წყვილი ნერვი
ყნოსვის ნერვი - N. olfactorius - თავის ტვინის I წყვილი ნერვი


თავის ტვინის პირველი წყვილი ნერვი, n. olfactorius მგრძნობელობის ნერვია. ყნოსვის ნერვის პირველი ნეირონის უჯრედები მოთავსებულია პერიფერიაზე და არა კვანძში. ყნოსვის ბიპოლარული უჯრედები გაფანტულია ცხვირის ზედა ნიჟარის ზედა ნაწილებისა და ცხვირის ძგიდის ლორწოვან გარსში. აღნიშნული უჯრედების აქსონები, 15-20 წვრილი ძაფის (fila olfactorii) სახით შედის ქალას ღრუში, ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის (lamina cribrosa ossis ethmoidalis) საშუალებით და მთავრდება ყნოსვის ბოლქვში (bulbus olfactorius), სადაც მოთავსებულია მეორე ნეირონი (ტვინის ფუძეზე, ქალას წინა ფოსოში). მეორე ნეირონის აქსონები ქმნის ყნოსვის ტრაქტს (tractus olfactorius), რომელიც მოთავსებულია შუბლის წილის ფუძეზე. ყნოსვის ტრაქტი მთავრდება ყნოსვის სამკუთხედში (trigonum olfactorium), წინა დახვრეტილ ნივთიერებაში (substantia perforata anterior) და გამჭვირვალე ძგიდეში (septum pellucidum), რომლებიც ქმნიან ყნოსვის პირველად ცენტრს.


ყნოსვის ნერვი - N. olfactorius - თავის ტვინის I წყვილი ნერვი


ყნოსვის პირველად ცენტრში მოთავსებული მესამე ნეირონის აქსონები მიემართება ყნოსვის ქერქულ ცენტრებში: საფეთქლის წილის პარაჰიპოკამპის ხვეული (gyrus parahippocampalis), დაკბილული ხვეული (gyrus dentatus) და ჰიპოკამპი (hyppocampus). აქსონები თავის ტვინის ქერქს სხვადასხვა გზით აღწევს. ბოჭკოების ძირითადი ნაწილი გაივლის კორძიანი სხეულის ქვევით და ზევით, ნაწილი კი კავიანი კონის შემადგენლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ყნოსვის პირველადი ცენტრები დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქთან (საფეთქლის წილები), როგორც თავისივე, ისე მოპირდაპირე მხარეზე; ბოჭკოთა ნაწილის გადასვლა მოპირდაპირე მხარეზე ხდება წინა შესართავის (comissura anterior) გავლით. ზემოთ აღნიშნულის გამო, ქერქული ცენტრის ცალმხრივი დაზიანების დროს ყნოსვის მოშლა არ ვითარდება (ყნოსვის ნერვების სისხლმომარაგება ხორციელდება თვალბუდის არტერიის ტოტების - დაცხრილული არტერიების საშუალებით).



პარაჰიპოკამპის ხვეული (gyrus parahippocampalis)პარაჰიპოკამპის ხვეული (gyrus parahippocampalis)დაკბილული ხვეული (gyrus dentatus)ჰიპოკამპი (hyppocampus)


ყნოსვის სრულ მოშლას ანოსმია ეწოდება (ბერძ. osme - სუნი). ყნოსვის დაქვეითებას - ჰიპოსმია, სუნის შეგრძნების გაძლიერებას - ჰიპეროსმია, სუნის გაუკუღმართებულ შეგრძნებას კი - ყნოსვითი დიზესთეზია.


ყნოსვის მოშლის კლინიკური ღირებულება არ არის მაღალი, ვინაიდან ძირითადად გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის პათოლოგიით, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც გააჩნია: შუბლის წილის სიმსივნეების დროს (თუ სიმსივნე ლოკალიზებულია ტვინის ფუძესთან ახლოს) ვითარდება ზეწოლა ყნოსვის ტრაქტზე ან ყნოსვის ბოლქვზე, რაც იწვევს ცალ ნესტოში ყნოსვის მოსპობას (ანოსმიას) ან დაქვეითებას (ჰიპოსმიას). საფეთქლის წილში ყნოსვის ქერქული ცენტრის გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვითი ჰალუცინაციები.


წყარო: "ნევროლოგია, პროპედევტიკა და ტოპიკური დიაგნოსტიკა", 2014. ივანე ვერულაშვილი. გვ. 78-80.




ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
75
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
75
  
2022, 20 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1