სხვა ჯილიან ლაურენი-ამერიკელი გოგონა, რომელმაც 3 წელი ჰარამხანაში გაატარა 2022, 20 დეკემბერი, 13:24
ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჰარამხანები ჯერ კიდევ არსებობს. ამ ისტორიის გმირმა საკუთარ თავზე გამოცადა, როგორია თანამედროვე ხარჭის ცხოვრება.
1991 წელს 18 წლის ასაკში ჯილიან ლორენი სამსახიობო სკოლიდან გარიცხეს და გოგონა იძულებული გახდა სამუშაოს ძიებაში ნებისმიერ ქასტინგზე წასულიყო. ამ მხრივ ცნობილი ვერ გახდა გოგონა, ყოფილ სტუდენტს ყველგან უარს ეუბნებოდნენ, სანამ არ მოხვდა სინჯებზე, რომელიც მოაწყეს სინგაპურელმა მდიდრებმა. ჯილიანმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ტური, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ის იყო მიწვეული ნამდვილი პრინცის ჰარემში. ჯეფრი ბოლკიახი ბრუნეის სულთნის ძმა იყო და უკვე ხუთი ცოლი ჰყავდა. მაგრამ ის რეგულარულად ეძებდა ახალ გოგოებს. როგორც ცნობილი გახდა, მის ჰარამხანაში ცხოვრობდა 40 ლამაზმანი მთელი მსოფლიოდან. თითოეულ მათგანთან იდებოდა ხელშეკრულება და თუ ხარჭას არ სურდა მისი განახლება, თანხის გადახდისა და უხვად საჩუქრების მიღების შემდეგ შეეძლო სახლში დაბრუნება.კონტრაქტის ვადა საშუალოდ სამი კვირა გრძელდებოდა, გოგონებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიდნენ, კვირაში 20 000 აშშ დოლარს. ჰარამხანის ქალები ცალკე სასახლეში ცხოვრობდნენ და თითოეულ მათგანი ნებისმიერ დროს შეეძლოთ გამოეძახათ თავის ბრძანებელთან. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ გოგონას კონტრაქტი სრულდებოდა და პრინცთან შეხვედრა არ ხდებოდა. ჯილიანს გაუმართლა. მან შეძლო ჯეფრის მოხიბვლა და მათ შორის ნამდვილი რომანი დაიწყო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მემკვიდრე იყო თავაზიანი და ჭკვიანი. როგორც თავად ამერიკელი გოგონა ირწმუნება ხელის თხოვნა არ შედგა და მას საბოლოოდ იღბლიანმა მეტოქემ აჯობა. ჯილიანი სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ჰარემში(1992-1995) დააგროვა 300 000 ათასი დოლარი და ისე დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. 2010 წელს გამოდის ჯილანის ავტობიოგრაფიული წიგნი "ზოგიერთი გოგონა:ჩემი ცხოვრება ჰარემში"(Some Girls: My Life in a Harem) სადაც აღწერილია იაქური ცხოვრება. 494 2-ს მოსწონს
|