x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანების ფიზიკური დეფექტი, რომლებმაც მათ დიდება მოუტანა
image

როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სახის ფიზიოლოგიური დეფექტი, ის ყველაზე ხშირად ცდილობს მის დამალვას ან მის გამოსწორებას პლასტიკური ქირურგების დახმარებით. სამწუხაროდ, ზოგჯერ ორივე ვარიანტი შეუძლებელია. ეს მასალა მოგვითხრობს იმ ცნობილ ადამიანებზე, რომელთა ფიზიკურმა ნაკლმა ისინი გახადა ცნობადი და გახდა მეტიც, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რის გამოც ისინი გახდნენ ცნობილი.




1. ანა სემენოვიჩის დიდი მკერდი მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადების შედეგია.


ბევრმა დაკვირვებულმა შენიშნა, რომ როდესაც პოპ მომღერალი ანა სემენოვიჩი ახალგაზრდობაში პროფესიონალი მოციგურავე იყო, მისი მკერდი ისეთი დიდი არ იყო, როგორიც ახლა არის. ეჭვობდნენ, რომ ვარსკვლავმა მკერდი სილიკონით უზარმაზარ ზომამდე გაიზარდა.თუმცა ეს ასე არ არის. 2019 წლის ბოლოს ვარსკვლავმა გადაცემაში SECRET FOR A MILLION აღიარა, რომ მემკვიდრეობითი გიგანტომასტიით იტანჯება. ეს არის გენეტიკური დაავდება, რის გამოც ქალის მკერდი აგრძელებს ზრდას მთელი ცხოვრების განმავლობაში (დიაგნოზირებული იმ პირობით, რომ ქალის თითოეული მკერდი იწონის 2, 5 კგ-ზე მეტს).



როდესაც რამდენიმე წლის წინ სემენოვიჩის მკერდმა 10 ზომას მიაღწია, მან პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით შეიმცირა 6 ზომამდე. მაგრამ ოპერაციის შემდეგაც მკერდი აგრძელებდა ზრდას. მომღერალი ძალზე განაწყენებულია, რადგან მომავალ წელს გეგმავს ორსულობას და ექიმები მას ვერავითარ დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ აძლევენ: შიშობენ, რომ ლაქტაციის პერიოდში მომღერლის თითოელმა ძუძუ შეიძლება 4 კილოგრამს იწონიდეს, რაც ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ძალზე სარისკოა.



2. ხოაკინ ფენიქსის კურდღლის ტუჩმა და ზედ იარამ მსახიობი ცნობადი და ტრაგიკული გახადა.


2019 წლის ყველაზე სენსაციური ფილმი იყო ფილმი "ჯოკერი", რომელშიც მონაწილეობს მსახიობი ხოაკინ ფენიქსი, რომელიც ამჟამად ისეთ ჯილდოების მფლობელია როგორიცაა "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი "მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. დაბადებიდან ხოაკინ ფენიქსს ტუჩზე იარა აქვს. მისმა შედარებით მდიდარმა მშობლებმა ნაწილობრივ შეამსუბუქეს ეს ნაკლი იმით, რომ ჩვილს გაუკეთეს ოპერაცია ამ დეფექტის შესამცირებლად. მაგრამ პრობლემა მთლიანად არ გაქრა. თუმცა, როდესაც მსახიობი ზრდასრული გახდა, მან ჩათვალა, რომ ბოლომდე საჭირო არ იყო ამ ნაკლის დამალვა. და ეს გახდა მისი ერთგვარი სავიზიტო ნიშანი. მოწიფულ ასაკამდე ხოაკინს არ ჰქონდა საკულტო როლები. თუმცა, 2019 წელს მსახიობმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ფილმით "ჯოკერი მსახიობის/პერსონაჟის სახეზე არსებულმა ფიზიკურმა დეფექტმა კი მის ეკრანულ სახეს ერთგვარი სიმპატიაც შესძინა.


3. SCORPIONS-ის სოლისტის არაამქვეყნიური ხმა და ყელის კიბო


გერმანული ჯგუფის SCORPIONS-ის სოლისტის, კლაუს მაინეს ხმა მართლაც სრულიად უცხო და უნიკალურია. მისი ვოკალი ყველა დროის ყველაზე ცნობად ვოკალისტების ხუთეულშია. მაგრამ ეს ხმა სოლისტს არა დაბადებიდან, არამედ გენეტიკური მიზეზების გამო აქვს.მომღერალმა 1981 სრულად დაკარგა ხმა, იმ დონეზე, რომ ლაპარაკიც კი არ შეეძლო, მომღერალს ურჩიეს პროფესიის შეცვლა, მომღერალს კეთილთვისებიანი ყელის კიბო აღმოაჩნდა, ორი ოპერაციის და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ იგი სცენას დაუბრუნდა და სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ჯგუფ SCORPIONS-ის მსოფლიო დიდება.

0
1271
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0