სხვა "ოლიგარქები ჩემს ფეხქვეშ უნდა იყვნენ გართხმულები''-მთვრალმა ვოლოჩკოვამ რესტორანში მაჭანკალს ისტერიები მოუწყო 2022, 13 დეკემბერი, 14:13
მუდამ ინტრიგებით ცნობილმა რუსმა ბალერინამ ამჯერად ნამდვილი სკანდალი მოაწყო, მას სურს სადღესასწაულო დღეები ოლიგარქთან ერთად გაატაროს.
ანასტასია ვოლოჩკოვას საახალწლო არდადეგების გატარება სურს რომელიმე "ფულის ტომარასთან", თან არა რიგითთან, არამედ ოლიგარქთან. ბალერინამ ქორწინების სააგენტოს მიმართა მოთხოვნით იანვარში, მითითებულ რიცხვებში უპოვნონ პარტნიორი. მოცეკვავემ მაჭანკალს წარუდგინა სია სასურველ კანდიდატზე, რამაც შოკში ჩააგდო სააგენტოს ხელმძღვანელი: ანასტასიამ განაცხადა, რომ მას სჭირდება ოლიგარქი "იახტებით და თვითმფრინავებით”. მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა ელენამ, ქორწინების სააგენტოს მფლობელმა ეკატერინბურგიდან, რომელმაც ბალერინასთან კონტრაქტი დადო, მხოლოდ მნიშვნელოვანი კორექტირებით. ”ერთადერთი, რაც მე ვურჩიე: მოდით, უფრო ქვემოდან დავეშვათ, ვიპოვოთ ჩვეულებრივი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც შენთან ერთად ააწყობს ცხოვრებას”, - განაცხადა მაჭანკალმა. ბალერინასთვის სამწუხაროდ, სააგენტომ დღესასწაულების წინ ყველა ოლიგარქთან დაალაგა გეგმები ამ სეზონზე, ამიტომ მაჭანკლმა არტისტს ფსონის დაწევა მოსთხოვა. ამავდროულად, იმ პოტენციურ პარტნიორებმა, რომლებიც მაჭანკალმა იპოვნა, კერძოდ, ღირსეული შემოსავლისა და რეპუტაციის მქონე ბიზნესმენებმა, როდესაც გაიგეს მისი ვინაობა, ცივი უარი თქვეს პოტენციურ "საცოლის"გაცნობაზე. ბალერინა კი თავის კოზირების გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებდა, უხეშად მოითხოვა, რომ მას სურს მალდივებში შვებულების გატარება, რეისი 3 იანვარს უნდა შესრულდეს და სხვა თარიღი არ განიხილება. „მამაკაცი, რომელიც მასთან ერთად გაფრინდება, უნდა გადაიხადოს ბილეთების საფასური, თანაც კერძო თვითმფრინავითაც უნდა წაიყვანოს“, - თქვა გაოგნებულმა მაჭანკალმა. ბალერინამ სააგენტოს მფლობელს უთხრა, რომ ძებნა დააჩქაროს და შეხვედრა რესტორანში დაუნიშნა. როდესაც ელენა რესტორანში მივიდა, ბალერინა უკვე კარგად ნაყლაპში იყო. ანასტასიამ საკმაოდ დამამცირებელი და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, როგორც თავად სააგენტო, ასევე მისი კლიენტები, წერს “ЭГ”. ელენას თქმით, ანასტასიას საქციელმა რესტორნის სტუმრების ყურადღება მიიქცია და დაიწყეს ჩურჩული, ელოდებოდნენ, რომ ვოლოჩკოვა აუცილებლად რაიმე არაორდინალურს ჩაიდენდა და ეპატაჟურმა დივამ არ გაამტყუნა მათი მოლოდინი. ვოლოჩკოვამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ მაჭანკლმა ვერ გააცნობიერა თუ რა მნიშვნელოვან კლიენტთან ჰქონდა საქმე და დაიწყო "პირადად საქონლის" ჩვენება. ვოლოჩკოვას მიერ მოწყობილი წარმოდგენა სუფთა სიმახინჯე იყო: მან ფეხები ამოალაგა მაგიდის ქვეშიდან და დაიწყო მათი ტრიალი ყველა მიმართულებით, ნათლად აჩვენა, თუ სად უნდა "ჩაედოთ ინვესტიცია" იახტებიან ოლიგარქებს. როგორც ჩანს, 46 წლის ვოლოჩკოვას ამჯერად მაჭანკალიც ვერ უშველის და ბალერინას საკუთარი ხარჯებით მოუწევს თავის სახლში ნაძვის ხესთან შვებულების გატარება. 570 2-ს მოსწონს
|