x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არ დაიღალეთ ვიღაცეების ერთი ადგილის ლოკვით?“ - ხატია წერეთლის ინიციატივა
image


ყველაზე ეპატაჟური ქართველი მომღერალი ხატია წერეთელი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაწყებული ბიზნეს საქმიანობებით უკმაყოფილოა. როგორც წერეთელი სოციალური ქსელის, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის შეწუხებულია იმით, რომ რუსული კომპანიები დამსაქმებლებს დაბალ ხელფასს უხდიან. ამას გარდა, წერეთელს აწუხებს ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ასაქმებენ ძირითადად საკუთარ მოქალაქეებს და არა საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, მომღერალი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები, რის მიხედვითაც უცხოელების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებიც დაასაქმონ.

.

„მოგეხსენებათ რომ საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, აქ დაარეგისტრირა ბიზნესები გახსნეს კაფეები რესტორნები. მაღაზიები არც არც ერთი ქართველი არ ჰყავთ დასაქმებული. არ დაგავიწყდეთ რომ არ იხდიან ცოტა ხელფასს.


.

ეკონომიკის სამინისტრო, პარლამენტი და კიდევ ვისაც ეს ეხება. მიიღეთ კანონი რომ. საქართველოში დარეგისტრირებულ ბიზნესში 30% დასაქმებული იყოს საქართველოს მოქალაქე ეს ბევრ ქვეყანაშია მიღებული.
.
თუ პრობლემა ენობრივი ბარიერია კეთილი ინებონ და ისწავლონ ქართული ენა.
ვაქციოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსულები ჩვენი დაქვემდებარების ქვეშ, და არ პირიქით.
/
არ დაიღალეთ ვიღაცეების ერთი ადგილის ლოკვით,?
დროა საქართველომ თქვას თავისი ღირსეული სიტყვა.. უნდათ არა ბიუროკრატიულ და არაკორუფციულ გარემოში ბიზნესის კეთება კეთილი ინებონ და მიიღონ სამსახურებში საქაღთველოს მოქალაქეები, “ - წერს ხატია წერეთელი.
.
0
351
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0