x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მიიღეთ განსხვავებული აზრი ძალათ ლიბერალებო! არ მოეწონა სცენაზე „ზასაობა“ კაცების და მერე რა?" - შალვა რამიშვილი
imageსოციალურ ქსელში ორი მსახიობის - თორნიკე გოგრიჭიანისა და კახა კინწურაშვილის ერთ-ერთმა სცენამ, სადაც ისინი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან საზოგადოების ნაწილში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.ეს არ მოეწონა ჟურნალისტ ნათია ბერიძესაც;ამ ფაქტს გამოეხმაურა ტელეჟურნალისტი შალავა რამიშვილი:


"ვერ გავიგე ეს ნათია ბერიძე კულტურის პოლიტიკას განსაზღვრავს? არ მოეწონა ეს სცენაზე ზასაობა კაცების და მერე რა? დაიხურა სპექტაკლი? გააგდეს მოზასავეები? თქვა აზრი (ჩემთვის ნაკლებად გასაზიარებელი) ამ გოგომ და ნუ შეეცით ვირის დედას! მე ასე არ დავწერდი. ბევრი ფილმი მაქვს ნანახი სადაც ჰომოსექსუალური კავშირების ამსახველი კადრებია. მიმაჩნია, რომ მთავარი ის კი არაა ეს კადრები ვინმე დილეტანტის გემოვნებასთან იყოს ახლოს - არამედ მხატვრული თვალსაზრისით რამდენად ღირებულადაა გაკეთებული. ნათიას თავად ზასაობის ფაქტი არ დაევასა. მე მგონი ჯერ სპექტაკლი უნდა ნახო და გაარკვიო უაზრო ეპატაჟისთვისაა ეს ჩასმული თუ ღირებული სცენაა. ნათიას აპრიორი არ დაევასა... მერე რა? ამიტომ აუტოდაფე უნდა მოვუწყოთ? მიიღეთ განსხვავებული აზრი ძალათ ლიბერალებო!"-წერს შალვა რამიშვილი.


ცნობისთვის, POST Tv ჟურნალისტმა ნათი ბერიძემ ამ დღეებში გამოაქვეყნა ვიდეო სპექტაკლის რეპეტიციიდან, სადაც მსახიობები კახა კინწურაშვილი და თორნიკე გოგრიჭიანი როლის შესრულების დროს ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან:



"რამე მინდა დავწერო და არ ვიცი რა. მართლა, ვერ ვუყრი თავს სიტყვებს…"-ასეთი კომენტარი დაურთო ნათია ბერიძემ ვიდეოს.

image

0
1099
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0